05 იანვარი, 2018
მანიკა ასათიანი ახალ წელს ახალ სახლში შეხვდა - დაათვალიერეთ ტელეწამყვანის ულამაზესი სახლი
მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი მე­უღ­ლეს­თან - ბე­ქა წივ­წი­ვა­ძე­სა და შვილ­თან ერ­თად ვა­კე­ში ახა­ლა­შე­ნე­ბულ კორ­პუს­ში ცხოვ­რობს. ბი­ნის რე­მონ­ტი და დი­ზა­ი­ნი დი­ა­სახ­ლი­სის გე­მოვ­ნე­ბით და უშა­უ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით გა­კეთ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რი­ე­რით კმა­ყო­ფი­ლია, თუმ­ცა, კი­დევ აქვს დე­ტა­ლე­ბი და­სას­რუ­ლე­ბე­ლი და ამ­ბობს, რომ მე­რე მარ­თ­ლა ის იქ­ნე­ბა, რაც მას უნ­დო­და.

- თა­ვი­დან, რო­ცა მე და ბე­ქამ ბი­ნის ყიდ­ვა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რა თქმა უნ­და, ად­გი­ლის მი­ხედ­ვით და­ვიწყეთ ძებ­ნა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბე­ქა ვა­კე­შია და­ბა­დე­ბულ-გაზ­რ­დი­ლი, უფ­რო ეს უბა­ნი გვინ­დო­და. მე სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­ვი­ზარ­დე და იქა­უ­რო­ბაც ძა­ლი­ან
მიყ­ვარს, თუმ­ცა, ამ კორ­პუ­სი­დან 20 მეტ­რ­ში ბე­ბი­ა­ჩე­მი ცხოვ­რობ­და, მას­თან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი და ამ ქუ­ჩას­თან რა­ღაც­ნა­ი­რად თით­ქოს ბავ­შ­ვო­ბაც მა­კავ­ში­რებს. თან ცენ­ტ­რა­ლუ­რი გამ­ზი­რი­დან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბუ­ლია, არაა ისე­თი ხმა­უ­რი და მოძ­რა­ო­ბა და ეს მომ­წონს. ეს კორ­პუ­სი მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო შე­ვარ­ჩი­ეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა, მა­ინც გავ­რის­კეთ და მშე­ნე­ბა­რე­ში შე­ვი­ტა­ნეთ თან­ხა. რო­გორც ყვე­ლას, ჩვენც გაგ­ვე­წე­ლა ეს პრო­ცე­სი. გი­ო­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მ­ძი­მედ, რო­ცა ბი­ნა შე­ვი­ძი­ნეთ და ამ ახალ წელს გად­მო­ვე­დით, გა­მო­დის, რომ ოთხ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და ყვე­ლა­ფერს.


რე­მონ­ტი

- დი­ზა­ი­ნე­რი არ მყო­ლია, შე­იძ­ლე­ბა ამას დღეს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ვნა­ნობ, რად­გან რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი მაკ­ლია, ბო­ლომ­დე „შევ­სე­ბუ­ლიც“ არ ვარ. თა­ვი­დან ერ­თი სუ­ლი გვქონ­და, რო­დის გად­მო­ვი­დო­დით და რო­გორც კი იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვე­დით, რომ უკ­ვე საცხოვ­რებ­ლად მზად იყო, გად­მო­ვე­დით... მე­რე, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა და­ვიწყეთ და ესეც გა­მე­წე­ლა.

Rating

სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩე­მი სახ­ლით და რე­მონ­ტით მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ფე­რე­ბი არის ისე­თი, რო­გო­რიც მე მიყ­ვარს: მშვი­დი, არც ძა­ლი­ან ფე­რა­დი და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და არც სულ მთლად თეთ­რი. ზო­გა­დად თეთ­რი მიყ­ვარს, მაგ­რამ ჭარ­ბად ეგეც მა­ღი­ზი­ა­ნებს. აქ რა­საც ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა დე­ტა­ლი ჩე­მი ნა­ფიქ­რი და ნაწ­ვა­ლე­ბია, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას (ი­ღი­მის). მე დავ­დი­ო­დი, ვარ­ჩევ­დი, ვხა­ზავ­დი, ვხა­ტავ­დი, ვაჩ­ვე­ნებ­დი ხე­ლოს­ნებს და მოკ­ლედ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ამ პრო­ცეს­ში.

ყვე­ლა­ზე მე­ტად შპა­ლე­რის შერ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­და, დიდ­ხანს ვორ­ჭო­ფო­ბდი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს შპა­ლე­რი, ზედ­მე­ტი ორ­ნა­მენ­ტე­ბი, ფე­რე­ბი ცუ­დად მხდის. მითხ­რეს, მა­შინ ქა­ღალ­დი გა­ა­კა­რი და შე­ღე­ბეო. არც ეს მინ­დო­და, რა­ღაც ძა­ლი­ან უბ­რა­ლო გა­მო­ვი­დო­და. და­ვიწყე სი­ა­რუ­ლი და კა­ტა­ლოგ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ნა­ლე­სი ეფექ­ტის მქო­ნე შპა­ლე­რი... მა­ინ­ც­და­მა­ინც ეს არ ჰქონ­დათ ად­გილ­ზე, სად არ ვე­ძე­ბე და ბო­ლოს გა­მო­ვა­წე­რი­ნე. ორი თვე ამის გა­მო რე­მონ­ტი შე­ვა­ჩე­რე. სა­ბო­ლო­ოდ, ის გა­მო­ვი­და, რაც მინ­დო­და, არაა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და არა „შპა­ლე­რუ­ლია“ (ი­ღი­მის).


განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS