13 იანვარი, 2014
ელიზე წიგნაძე მამის ხათრით თამამ ფოტოებს არ იღებს
მამა მყავს კახელი, დედა - რუსი. სხვათა შორის, მამამ დედა მოიტაცა. მამაჩემი ძალიან სიმპათიურია, დედასაც მალე შეაყვარა თავი თურმე. მამა ახლაც უყვარდებათ ქალებს 18 წლის ელიზე წიგნაძე სამოდელო სააგენტო „ელ სთაილის“ მოდელია. ის კონკურს „ტოპფეისზე“ აღმოვაჩინეთ. ეს გოგონა მართლაც გამოირჩეოდა მოდელებს შორის სიარულის მანერითა და აღნაგობით. ჩვენ ის ზემოაღნიშნულ კონკურსზე „რეიტინგის“ ფავორიტად დავასახელეთ და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
ელიზე წიგნაძე „მის კახეთი 2010“-იც გახლავთ. მოდელი ნაახალწლევს რედაქციაში გვესტუმრა და ჩვენს კითხვებს უპასუხა.

- ელიზე, რამდენი ხანია,
სამოდელო სფეროთი დაინტერესდი?
- 13 წლიდან. კახეთში კასტინგი ჩატარდა და პირველად იქ ვცადე ბედი. მამა მყავს კახელი, დედა - რუსი. სხვათა შორის, მამამ დედა მოიტაცა. მამაჩემი ძალიან სიმპათიურია, დედასაც მალე შეაყვარა თავი თურმე. მამა ახლაც უყვარდებათ ქალებს (იცინის).
- დედმამიშვილები გყავს?
- არა, დედისერთა ვარ და არც ისე ცუდია მარტოობა. თავზე მევლებიან. ზედმეტად რომ მიფრთხილდებიან, ეს ცოტა არასასიამოვნოა.
- მოდელობა რომ გადაწყვიტე, როგორ შეხვდნენ მშობლები?
- ეს დედას სურვილი იყო და მან დაიყოლია მამა. მიუხედავად იმისა, რომ მამა ტრადიციული ქართველია, ჩემი წარმატება ახარებს. ზედმეტად თამამი ფოტოები არ მოსწონს და ასეთი ფოტოები არც მაქვს. არ მოსწონს, როცა გვიან მივდივარ სახლში, მაგრამ როცა გვიან იმართება ჩვენება, ამას გაგებით ეკიდება.
- შენს თაყვანისმცემლებზე როგორ რეაგირებს?
- ძალიან ცუდად და შესაბამისად, მეც ცუდი რეაქცია მაქვს ამაზე. ერთადერთი შვილი ვყავარ და მესმის მისი, რომ ზედმეტად მაკონტროლებს, ვისთან მაქვს ურთიერთობა. შეყვარებული არ მყავს. არც არასდროს მყოლია.
- როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენ რომ მოგეწონოს, თუ ჯერ მამას უნდა მოეწონოს?
- (იცინის) არა, მასეც არ არის საქმე, მამაჩემს ის უნდა მოსწონდეს, ვინც მე მომწონს და ის უყვარდეს, ვინც მე მეყვარება... პირველ რიგში, სიმპათიური უნდა იყოს, მერე თბილი, ვაჟკაცური, მასზე დაყრდნობა რომ შეგეძლება, ისეთი.
- ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, ალბათ, სერენადებსაც ხომ არ გი-მღერიან ფანჯრის ქვეშ?
- არა, რას ამბობთ, მაგას ვინ გაბედავს, ზუსტად ვიცი, მამა მოკლავს (იცინს). ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს მსგავს სიურპრიზებზე. თუმცა მამა ზოგჯერ ხუმრობს ამ თემაზე. მეუბნება, ვიცი, შეყვარებული გყავსო. არადა, მართლა არ მყავს, რომ მყავდეს, ვეტყოდი. მამა ძალიან მიყვარს, მისგან რჩევებს ამ მხრივ სიამოვნებითY მივიღებ. თვითონაც ძალიან „ბაბნიკი“ ბიჭი იყო თავის დროზე და უკეთ იცის, რა შემთხვევაში როგორ მოვიქცე.
- აბეზარ თაყვანისმცემლებს როგორ იგერიებ?
- ასეთები არ მყავს. მარტივი გამოსავალია, არ უპასუხო, ინგორირება კარგად ჭრის.
- ელიზე, კიდევ რა ინტერესები გაქვს?
- სკოლა რომ დავამთავრე, სხვადასხვა ინტერესი მქონდა. რამდენიმე კოლეჯი დავამთავრე, იურიდიული და საბანკო-საფინანსო განხრით. ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მენეჯერად ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, ბევრ სხვა საქმეს მეორე ადგილზე ვაყენებ. რამდენჯერმე ვცადე, სხვა საქმეში მეპოვა საკუთარი თავი, მაგრამ იმდენად დიდი იყო პოდიუმის ნოსტალგია... ჩვენება შორიდან რეალურად არც მინახავს. ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს. როცა ვხედავ, სხვა დგას პოდიუმზე და მე არა, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია.
- მოდელებზე არასახარბიელო შეხედულება არსებობს. გაბრაზებს, როცა მათ უწიგნურობას უსვამენ ხაზს?
- ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მოდელისთვის მხოლოდ გარეგნობა საკმარისი არ არის, თუმცა ეს სტერეოტიპი, სამწუხაროდ, დამკვიდრდა და მე ვერაფერს შევცვლი. ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ, ყველას ერთი საზომით ნუ გაზომავთ.
- სამოდელო ბიზნესს თან ახლავს შური, უხერხული სიტუაციები, შენ თუ გქონია მსგავსი შემთხვევა?
- ერთხელ პოდიუმზე ასვლისას ვიგრძენი, რომ ფეხსაცმელი გამეხა. ყველა-ფერი გავაკეთე, რომ ეს არავის ეგრძნო. იქვე რომც გამძვრომოდა ფეხიდან, ისე გავაკეთებდი, თითქოს დადგმული იყო, შოუს მოვაწყობდი. შურსა და გაჩალიჩებას რაც შეეხება, კონკურენტების მხრიდან ჯერ მსგავსი შემთხვევა არ მქონია. არც კაბა დაუმალავთ ჩემთვის პოდიუმზე გასვლის წინ და არც ფეხსაცმელი. ცოტა მკაცრი ვარ ზოგადად და ალბათ, ვერ მიბედავენ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნ ა ნ ო ს
იქნებ თქვა ცუდიაო..:)))))))) შენი ფოტო დადე ,ვეცდებით არ შეგვეშინდეს...
00:51 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანო
ეს ვირას დაკარგვია
13:13 / 13-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS