26 დეკემბერი, 2017
"მაღაზიაშიც ვმუშაობდი გამყიდველად" - "ჩცდ"-ს კლაუს გზა გამყიდველობიდან დიდ ეკრანამდე
ბოლო დროს ბევრმა მსახიობმა, რომლებიც უკვე წლებია თეატრის სცენაზე დგანან, პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მეშვეობით მოიპოვა. მსახიობი თამუნა აბშილავაც ქართველმა მაყურებელმა სწორედ ამ სერიალიდან გაიცნო. მსახიობი სერიალში კლარას, იგივე კლაოს როლს ასრულებს, რომელიც მაჭანკალია და წყვილებს დაოჯახებაში ეხმარება. რეალურ ცხოვრებაში მხასიობი თავისი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავდება, თუმცა, ეს როლი იმდენად კარგად მოირგო, რომ ხშირად როლიდან გამოსვლა უჭირს.

- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვარ. 1994 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი
დავრჩი ინსტიტუტში რეჟისორის ასისტენტად. ვმუშაობდი მარიონეტების თეატრში. ამის მერე ძალიან დიდი წყვეტა მქონდა. გახსოვთ ალბათ, რამდენად მძიმე პერიოდი იყო, სასაცილო ხელფასები იყო თეატრებში არათუ რეგიონში, არამედ თბილისშიც. იმ პერიოდში სხვადასხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული. სამი წელია, დავბრუნდი სენაკში და ჩემს მშობლიურ თეატრში.

- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში თეატრს?

- თეატრი არის ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი. მე სხვა პროფესია არ მაქვს, თუმცა, იყო პერიოდი, როცა სხვა პროფესიებიც შევითავსე. ვიყავი მენეჯერი, ტელეწამყვანი და ა.შ. თუმცა, თავს ისე კომფორტულად არსად არ ვგრძნობდი, როგორც თეატრში. ზოგადად დაუძლეველი და უსწავლელი არაფერი არ არის. მით უმეტეს, როცა კედელთან ხარ მიმწყვდეული და სხვა გამოსავალი არ არის, ამ დროს ძალიან ბევრი რამის კეთება შეიძლება. იყო პერიოდი როცა მაღაზიაშიც ვმუშაობდი გამყიდველად. არანაირი შრომა სათაკილო არ არის. სათაკილო არის ის, როცა ზრდასრული ადამიანი მშობლებს შეჰყურებ ხელში და მათზე ხარ დამოკიდებული.
ჩვენი პროფესია ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომ თუ მიიღე გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს უნდა ემსახურო, ეს მსხვერპლიც უნდა გაიღო. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
niania
Dzalian momcons Klau:)nichieri da bunebrivia!
19:31 / 27-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS