სანამ საქმე გართულდება და ექიმამდე მივა, მანამდე ყველა დედას ავადმყოფობასთან ბრძოლის თავისი ხერხი აქვს, ხან ამართლებს დედის დანიშნულება, ხან - არა, ესეც ალბათ მდგომარეობის სირთულეზეა დამოკიდებული.
ირინა ონაშვილი ორი შვილის დედაა და როგორც ყველა, ისიც, რასაკვირველია, ცდილობს ყველაფერი გაააკეთოს შვილების ჯანმრთელობისთვის. საბას და დათის დედიკოს, სწორედ გრიპებსა და მათთან ბრძლის
- გაწამებული ვარ ვირუსებით და გრიპებით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რაც კი რამე ვირუსი შემოდის, პირველად ჩემს შვილებს ხვდებათ. შარშან ძალიან ცუდი ზამთარი მქონდა ამ მხრივ. თუმცა, ვირუსებთან ბრძოლის განსაკუთრებული ხერხები არ მაქვს, მივმართავ ხოლმე პედიატრს, რომელიც მაძლევს რეკომენდაციებს. გარდა ამისა, ინტერნეტ სივრცის, სოციალური ქსელის, ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა საშუალება, ჩვენით მოვიძიოთ ინფორმაცია გრიპზე, გაციებაზე თუ სხვა პრობლემაზე და ეს ძალიან გვეხმარება. მსუბუქ ხველას, სურდოს და ზოგადად გაიციების მარტივ ფორმებს თავად ვუმკლავდები, ვიცი, რა დროს რა წამალი უნდა მივცე და რა უხდება ჩემს შვილს, საერთოდაც მგონია, რომ ჩვენი შვილებისთვის ყველაზე მაგარი ექიმები ვართ ჩვენ. მაგრამ თუ შევატყვე, რომ ჩემი მკურნალობით ვერ გავდივარ შედეგზე, არ აქვს უკეთესობა, მერე ვრთავ პროფესიონალს და რომ მიმყავს ექიმთან, ვეუბნები, რომ ეს, ეს, ეს, უკვე გავუკეთე და დავალევინე. წამლებთან მიმართებაში მაქვს პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც ვარჩევ რომელი მედიკამენტი უნდა მიიღონ ჩემი ოჯახის წევრებმა და ბავშვებმა.
განაგრძეთ კითხვა: