20 დეკემბერი, 2017
"მძიმე, მტკივნეული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო" - დათო გომართელმა მეუღლესთან დაშორება აღიარა
მომღერალი დათო გომართელი მეუღლეს დაშორდა. ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, თითქმის ყველა თაობის საყვარელი შემსრულებელი რამდენიმე ათეული წელი იყო ქორწინებაში, თუმცა, მყარი ურთიერთობა წლების შემდეგ დაირღვა. დათო გომართელი ახალი ცხოვრების შესახებ პირველად, გულახდილად ალაპარაკდა ჟურნალ "სარკესთან". გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ძალზე ფაქიზი თემაა, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. თბილისში დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ გაშორდით ცოლს, მარიშას. ეს მართალია?
- დიახ, მოხდა ეს ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ არ მიყვარს ტყუილი, არ ვარ ის ადამიანი, ვინც ან თვითონ
იცხოვრებს ტყუილში, ან სხვას აცხოვრებს. არც ის შემიძლია, სახლში მეუღლე მყავდეს და სააბაზანოში ჩაკეტილი, მოშვებული ონკანის ჩხრიალში ჩუმად სხვა ქალს ველაპარაკო ტელეფონით და მესიჯები ვაგზავნო, რადგან დამთავრდა ერთი სიყვარული და დაიწყო მეორე, გადავწყვიტე, ყველაფრისთვის თავისი სახელი დამერქმია.

...ძალიან მძიმე, მტკივნეული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. როცა ახალგაზრდა ასაკში გენგრევა ოჯახი, მაშინაც რთულია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ასეთი გამძაფრებული არ გაქვს. მე ორმაგი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემი ძველი ოჯახის და ახალი ცხოვრების თანამგზავრის წინაშე.

- თქვენი ქალიშვილი დაშა-დარია?

- ნანატრი, სანუკვარი შვილია ჩემი გოგონა. 17 წელი ველოდებოდი შვილის შეძენას და ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი ემოციები მის მიმართ. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
MIRABELLA
როგორ მეზიზღებიან ეს კლიმაქსიანი კაცები ახალგაზრდა გოგოებსრომ დასდევენ,4-5წლის შემდეგ იმ გოგონებს ახალგაზრდა ბიჭები უყვარდებათ და ეს ცანცარა მოხუცები ან ქორბუდა ირმებივით დადიან,ან პირში ჩალაგამოვლებული რჩებიან,მაგრამ როცა აზროვნების ორგანო წელს ქვემოთაა,ამდენს ვერ ფიქრობ ალბათ
04:33 / 21-12-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS