18 დეკემბერი, 2017
"ერთადერთი არ ვარ, ვინც ცუდი გამოცდილება მიიღო თავის ქვეყანაში არსებულ კონკურსებზე" - ნათია თოდუა სოფო ტოროშელიძეს და გიორგი გაბუნიას პასუხობს
21 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოგონამ, რომელიც ორი თვეა, რეიტინგული შოუს მონაწილეა, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო.

ნათია თოდუამ გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენამდე გრძელი გზა გაიარა, ჯერ იყო ქართული "იქს ფაქტორი", შემდეგ კი უკრაინული მუსიკალური შოუ, თუმცა, მან ვერც ერთში მოახერხა ფინალამდე მიღწევა. სამაგიეროდ, გაუმართლა გერმანიაში. AMBEBI.GE ნათია თოდუას გერმანიაში დაუკავშირდა და გამარჯვების შემდეგ მისი პირველი ემოციები მოისმინა:

- ნათია, გილოცავთ გამარჯვებას, ელოდით
ასეთ წარმატებას?

- ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა, შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დიდი წარმატებით. ახლა უკვე სტუდიაში ვარ და სხვა ფინალისტებთან რეპეტიციები მაქვს, გერმანიაში ვიწყებთ ტურნეს. როგორც პროექტის გამარჯვებულს, კონტრაქტი მაქვს იმ კომპანიებთან, რომლებიც "ვოისის" სპონსორები არიან. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS