- დამირეკეს. ჯერ გამიკვირდა, მერე ძალიან გამიხარდა, იმედენი წელია არსად არ მიმღერია, ასე მგონია სცენიდან გადმოვვარდები (იცინის). ხმა ხომ ისედაც არ მაქვს, სმენა კი მაქვს, მაგრამ ამხელა პაუზის შემდეგ მგონი ეგეც დავკარგე.
- მგონი ვიცი რა სიმღერას მღერი...
- აბა რას?
- „თეთრი რელსები“.
- შენ ისიც გეცოდინება ვისთან ერთად ვმღერი...
- კი.
- ჰო, ანსამბლი ვართ ფაქტიურად (იცინის)... ხუმრობა იქით იყოს, მართლა ძალიან გამიხარდა რომ დამირეკეს. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება რეპეტიციები. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომღერლების შერჩევა აღარ მოხდება პოლიტიკური ნიშნით. ყოჩაღ კახის! მიუხედავად ჩემი პოლიტიკური შეხედულებებისა, მგონია, რომ კარგი მერი იქნება.
განაგრძეთ კითხვა: