- რისი გაკეთება მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად სილამაზის შესანარჩუნებლად?
- ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვარჯიში, სწორი კვება და ბევრი წყალი. ნუ, რა თქმა უნდა, თუ დავახმართ ნაირნაირ სასიამოვნო პროცედურას, ძალიან კარგი იქნება.
- რა სიხშირით
ხშირად რომელი მომსახურებით სარგებლობთ?
- მანიკიურს ვიკეთებ ძალიან ხშირად. ფრჩხილები სულ მოწესრიგებული უნდა მქონდეს. ასევე, თუ სადმე მივდივარ, ვიკეთებ თმას...
- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებთ?
- არა. თუ საჭიროება არ არის, მხოლოდ ტუჩსაცხით და თვალის ტუშით შემოვიფარგლები.
- არის რამე აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გადიხართ გარეთ?
- დიახ, საათი და სათვალე.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ, ბოლოს როდის იშოპინგეთ და დაახლოებით რა დაგიჯდათ ეს სიამოვნება?
- გუშინ ვიშოპინგე, ვიყიდე პალტო და გამოსასვლელი კაბა. რა დამიჯდა, არ ვიცი, მე არ გადამიხდია.
- ტანსაცმლის შეძენის დროს ბრენდს უფრო დიდ ყურადღებას აქცევთ თუ მოდელს?
- მოდელს და იმას, თუ როგორ გამოვიყურები, რასაც ვირჩევ, იმ სამოსში.
- კვებას რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ? დიეტაზე ყოფილხართ?
- კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ თავს არაფერს ვუკრძალავ. დიეტაზე არ ვყოფილვარ. ერთადერთხელ, მშობიარობის შემდეგ, უბრალოდ, ნახშირწყლები ამოვიღე რაციონიდან.
- არსებობს რამე გზა, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?
- ჩემთვის წონაში მომატებაა მიუღებელი. ყველაზე მარტივი გზა ჯანსაღი ცხოვრების წესია... არავითარი ქირურგიული ჩარევა... ნუ შევჭამთ ბევრს და არ გავსუქდებით.
- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა კავშირი ადამიანის გარეგნობასა და შინაგან სამყაროს შორის?
- არის, მაგრამ ყოველთვის არა.
- მკითხავთან ყოფილხართ ოდესმე?
- ვყოფილვარ, კი, თუმცა, არ მჯერა. დიდი ხნის წინ იყო, არ მახსოვს, რა მითხრა.
განაგრძეთ კითხვა: