26 ნოემბერი, 2017
" ჩემ გვერდით რომ იქნება გოგო, თავისთავად ქალიშვილი უნდა იყოს"
ძალოსანი ლაშა ტალახაძე ცოლად ქალიშვილ გოგონას მოიყვანს, ამის შესახებ მან ჟურნალ "თბილისელებს" განუცხადა.

"ვფიქრობ, ვიზუალით უნდა გამოირჩეოდეს გოგო, მაგრამ ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ძალიან ლამაზი გოგო არ მომწონებია, სხვა რამის გამო. გარეგნულად შეიძლება, ვარსკვლავებს ვერ წყვეტდეს, მაგრამ წესიერი უნდა იყოს. ამ საკითხში მეთვრამეტე საუკუნეში ვარ ჩარჩენილი (იცინის). ზოგი უკვე გასცდა 21-ე საუკუნეს, მაგრამ მე ვერ განვვითარდი. სირცხვილად არ მიმაჩნია, კაცმა რომ საჭმელი გააკეთოს ან სახლი დაალაგოს. თუ შეუძლია, რატომაც არა?! ჩემი აზრით, გოგომ თავის საქმე უნდა
იცოდეს. ცოლმა რომ დამიწყოს, ამას მე ვერ გავაკეთებო, არ გამიხარდება, მაგრამ თუ მინდა, მეუღლეს ვასიამოვნო, რატომ არ უნდა გავაკეთო რაღაც სახლში. მაგრამ ცოლი რომ დაგავალდებულებს გააკეთეო, ეს სხვა ამბავია (იცინის).

– რატომ ამბობ, რომ მეთვრამეტე საუკენეში ხარ ჩარჩენილი?

– ცოლს არ ვეტყვი კოჭებამდე კაბით იარე-მეთქი, მაგრამ იმის მიღმა, კიდევ ბევრი რამეა. გოგოებმა რომ იციან ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს ქალიშვილი ვიქნები თუ არაქალიშვილიო, ჩემთვის ეგრე არ არის. ჩემ გვერდით რომ იქნება გოგო, თავისთავად ქალიშვილი უნდა იყოს. აჰა, გითხარით (იცინის). ზოგს არ აქვს ამაზე პრობლემა. თუმცა, მე ასე მიმაჩნია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ადა
რა გააჭირეთ საქმე ამ თქვენი ქალიშვილობით თქვენი პრქიხოტკების გამო 30 ს და 35 წელს გადაცილებული გოგოები ქალიშვილები რო არიან ეს ნორმარული გგონიათ?????? ნერვებშერყეულები ჯანმრთელობაშერყეულები ღმერთმა ასეთი ქალების ცოდვა ყველა ქართველ კაცს მოგკითხოთ
21:22 / 13-12-2017
გამოხმაურება / 0 /
სალოს
მე არ ვიცი თქვენ ,,სვეცკებში" და ,,ნაშობაში" ვის გულისხობთ და გოგო რომელიც ყველას ლოგინში უხტება ჩემთვისაც ყოვლად მიუღებელია,თუმცა,ვუნციობ არაქალიშვილ პატიოსან გოგოებსაც და ქალიშვილს ,,ბოზებსაც".ყველას თავისი არჩევანი აქვს,ვის ვის მოიყვანს და გაყვება არავინ იცის....მაგრამ ასე,ერთმნიშვნელოვლად გოგო თუ ქლაიშვილი არ არის,.არ მოვიყვან,ჩემთვის მარაზმია,მთავარია ადამაინი იყოს ბუნებით პატიოსანი.არავინ იცის,რომელიც კაცის დას,გნებავთ,ქალიშვილს,მომავალში რა განსაცდელს უმზადებს ცხოვრება და მერწმუნეთ,ასე ,,დაჟინებული" მორალით საკუთარ სისხლზე და ხორცზე არ იმსჯელებენ.
10:32 / 30-11-2017
გამოხმაურება / 0 /
სალო
ოო ლაშაა,თანამედროვეობას და სვეწკობას ამოფარებულ ნაშობას ეგ ამბავი არ მოეწონება ))))) გული მერევა უკვე ასეთი ადამიანები ვითომ დაცინვის ობიექტად რომ იქცნენ არადა დასაცინი თვითონ არიან აქაოდა გოიმები არ ვართო მზად არიან ყველას ჩაუხტნენ საწოლში.ფუიი
11:14 / 28-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS