04 იანვარი, 2014
სად ''იმღერებს'' ჩოხით მარკუს მეტრეველი
ყოველთვის მინდოდა მომერგო ეს სამოსი და გამიხარდება, თუ ამის საშუალება მომეცემა წინასაახალწლოდ მედია ყოველთვის ზრუნავს მაყურებლისა და მკითხველის საუკეთესო განწყობის შექმნაზე, გახალისებაზე. ჩვენც გადავწყვიტეთ ცელქობა და ჩვენს რესპონდენტებს ვეხუმრეთ. პირველი მომღერალი მარკუს მეტრეველი გაგვახსენდა და ტელეფონით დავუკავშირდით.

- მარკო, ნინო ვარ, ''რეიტინგიდან'', ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
- ''ნანუკას შოუს'' ჩაწერაზე ვარ. მოიცა, აქ ხმაურია, გავალ გარეთ... გისმენ.
- გავიგეთ, საახალწლო გალაკონცერტში მონაწილეობ.
- მართალია.
- მითხრეს, შენ, ნოდიკო ტატიშვილი და რატი დურგლიშვილი ჩოხებში გამოწყობილნი
წარდგებით მაყურებლის წინაშე და ''შავლეგოს'' იმღერებთ. მართალია?
- არა. მე ჯორჯ მაიკლის სიმღერას ვმღერი, ''ლასთ ქრისთმას''.
- აბა, ეს ჩოხები და ''შავლეგო'' ტყუილია?
- არ ვიცი.
- კულტურის სამინისტროს პრესცენტრიდან გვაქვს ეს ინფორმაცია და სარწმუნო უნდა იყოს, ვფიქრობ...
- უი, არ ვიცი.
- ჩოხა თუ გცმია, რა დამოკიდებულება გაქვს ამ ტრადიციულ სამოსთან?
- ყოველთვის მინდოდა მომერგო ეს სამოსი და გამიხარდება, თუ ამის საშუალება მომეცემა.
- ქართულ ფოლკლორთან თუ ხარ ახლოს?
- რა სიმღერა მითხარი?
- ''შავლეგო''.
- ქართული პოლიფონია ძალიან რთული და სპეციფიკურია, მაგრამ თუ მოვინდომებ, დარწმუნებული ვარ, გამომივა. თუ მომცემენ ამ დავალებას, ხუთიანზე შევასრულებ.
- ასე თქვეს, სამ ხმაში იმღერებენო.
- უი, რა მაგარია, მგონი, დამირეკავენ.
- იმედი უნდა გაგიცრუო, არ დაგირეკავენ, იმიტომ, რომ ეს ნომერი მე მოვიფიქრე, ეს იყო ჩვენი საახალწლო ხუმრობა.
- (იცინის) ვაიმეე, ნინო, თუ გაპატიო, აი, თუ გაპატიო!
- მოგიწევს, ეს ხომ საახალწლო ხუმრობა იყო.
- ვერც წარმოვიდგენდი, რომ მეხუმრებოდი, ზარს ველოდებოდი უკვე კონცერტის ორგანიზატორებისგან!


Rating

მაგრამ ეს არ ვიკმარე და ქალბატონ ეთერ კაკულიას დავურეკე. მომღერალთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, თან მომღერლებს კარგი ყური აქვთ, ვიფიქრე, ადვილად ამომიცნობდა ხმაზე და ამიტომ ხმას მეგრული აქცენტი შევძინე.

- გამარჯობა, ქალბატონო ეთერ.
- გამარჯობა.
- გენაცვალეთ თქვენ, ზუგდიდიდან გირეკავთ, ვინ აღარ შევაწუხე, ძლივს გავიგე თქვენი ტელეფონის ნომერი. როგორ ბრძანდებით?
- კარგად, გენაცვალე, კარგად.
- გავიგე, წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი გამხდარხართ და მოსალოცად დაგირეკეთ, ქალბატონო ეთერ, მე დიდი ხანია, თქვენი გულშემატკივარი ვარ.
- კი ბატონო, მადლობა.
- ჰოდა, რა მაინტერესებს ახლა, ეს წლის პროდუქტიული მომღერალი რას ნიშნავს, საახალწლოდ რამე პროდუქციას გამოუშვებთ ალბათ, ხომ?
- ხო, აბა, რა, აბა, რაა, პროდუქციას, კანფეტებს.
- და ეთერი ერქმევა ალბათ? თუ როგორ ვიცნოთ?
- კი, ეს იქნება ''ეთერის ნუგა''. ''დათუნია'' რომ იყო ადრე, ხომ გახსოვთ, ისეთი იქნება, ოღონდ განახლებული, ''ეთუნია'' (იცინის).
- გაგამხიარულეთ, ალბათ. კიდევ რა მინდა, რომ გითხრათ, ჩემს შვილიშვილს უყვარხართ ძალიან და შეიძლება, რომ დაგპატიჟოთ ახალ წელს ზუგდიდში?
- აუცილებლად, აბა, რაა.
- და ჩამოხვალთ, ქალბატონო ეთერ?
- აბა, რას ვიზამ.
- მიხარია, უარს რომ არ მეუბნებით, დაგირეკავთ მაშინ წინასწარ... დიდი ბოდიში ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, ამხელა მომღერალი ქალი ბრძანდებით, მაგრამ არ შემეძლო, რომ არ მომელოცა ეს პროდუქტიულობა... მიხვდით, თუ მე გითხრათ, რომ გეხუმრეთ?
- მივხვდი, აბა, რააა. ნინო, ისე მაგარი დიქცია გაქვს, ხომ იცი (იცინის).
- ვმეცადინეობდი, აბა, როგორ!
- (იცინის) პროდუქტიულობა არა? კარგი იყო, ნარმანია გამეცადინებდა, ეტყობა.
- გილოცავთ ახალ წელს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. ძალიან გვიყვარხართ.
- მეც მოგილოცავთ. ''რეიტინგზე'' ჭკუა მეკეტება. ჯერ როგორი ლამაზი რედაქტორი ჰყავს, ''კრასავიცა'' მანანა... მერე ჟურნალისტები? ნინო, ციცი, სუპერგოგონები... ''რეიტინგი'' პირველია!

Rating

მორიგ ''მსხვერპლად'' დიზაინერი ზალიკო ბერგერი ავირჩიე.

- გამარჯობა, ზაალი ბრძანდებით?
- დიახ.
- თქვენი ნომერი მომცეს, მითხრეს, რომ ნაძვის ხეების ბიზნესი გაქვთ.
- სად რეკავთ?
- ზაალთან, რომელიც უნიკალურ ნაძვის ხეებს ყიდის.
- შენი ღადაობის თავი არა მაქვს, გაიარე!
(ხელმეორე ზარის შემდეგ)
- ზალიკო, ისევ მე გაწუხებთ.
- არ მაქვს თქვენი ღადაობის თავი!
- რატომ მეჩხუბებით? ვარკვევ, შეცდომით ხომ არ ჩავიწერე ნომერი. ხომ ზალიკო ბრძანდებით?
- ფარული კამერაა?
- ფარული კამერა ტელეფონით? რას ბრძანებთ, მითხრეს, რომ უნიკალური ჯიშის ნაძვის ხე გაქვთ, შეძენა მინდა, რა არის ამაში გასაკვირი? ასე ვერ გაყიდით თქვენს პროდუქტს, თუ დამალავთ კლიენტებთან.
- რადიოდან ხომ არ მირეკავ, ქალო, არ გადამრიო, პირდაპირ ეთერში ხომ არ ვარ (იცინის)?
- სულ არ მეცინება მე! ყოველ წელს სიმაღლეში იზრდებაო, მითხრეს, ამიტომ დავრეკე თქვენთან. ასეთი უხეში თუ იქნებოდით კლიენტებთან, ვერც წარმოვიდგენდი.
- რა იზრდება, ქალო, სიმაღლეში?
- ნაძვის ხე, ამიტომ გირეკავთ თქვენ, თორემ მაღაზიის მეტი რა არის, იმდენი შეურაცხყოფა მოვისმინე... წავიდოდი და იქ ვიყიდდი!
- სხვა თემა მაინც მოგეგონებინა, ეს ნაძვის ხე რას აიჩემე?
- სეზონია ახლა, მინდა შევიძინო. თუ დაგიმთავრდათ, პირდაპირ მითხარით.
- (ხარხარებს) ვაიმე, მართლა არ მაქვს ამდენი დრო, მითხარი, ვინ ხარ?
- კარგი, გამოვტყდები. ჟურნალ ''რეიტინგიდან'' ვრეკავ, ეს იყო ჩვენი საახალწლო ხუმრობა.
- (იცინის) პირველ ზარზე პასუხისთვის ბოდიშს ვიხდი, უხეშად გამომივიდა... მერე შემეშინდა, პირდაპირ ეთერში არ ვიყო-მეთქი... ნაძვის ხე რამ მოგაფიქრათ მაინც (იცინის). საიდან უნდა ჩამომქონდეს ნაძვის ხეები, რომელი თოვლის ბაბუა მე ვარ?
- ლაპლანდიიდან.
- და თან სიმაღლეში იზრდება, არა (იცინის)?
- წელს შეიძენ ახალ ნაძვის ხეს?
- არა, ლამაზი ნაძვის ხე მაქვს, ხელოვნური და წელსაც ამ ნაძვის ხით ვხვდები ახალ წელს, სათამაშოებს შევმატებ.

Rating

ამ დიალოგიდან ორ დღეში მე და ზალიკო ბერგერს ერთ-ერთ სილამაზის კონკურსზე ერთად მოგვიწია ჟიურიში ჯდომამ. კონკურსი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაიმართა. ის-ის იყო წამოსვლას ვაპირებდი, რომ იქვე ნიკა წულუკიძე შევნიშნე. მივესალმეთ ერთმანეთს.

- აქ რას აკეთებ?
- მეუღლეს ველოდები, ნაძვის ხეს არჩევს.
- ზალიკოს აქვს მაგარი ნაძვის ხეები, მეც მისგან ვიყიდე.
- კაი, კაცო, მართლა?
- ჰო, თან სიმაღლეში იზრდება ყოველ წელს.
- ეგ როგორ?
- არ ვიცი, აი, ასე, არადა ხელოვნურია, გერმანიიდან ჩამოუტანია.
- რა მიეცი?
- 80 ლარი, არ არის ძვირი. ჰკითხე, თუ აქვს დარჩენილი, თუ გინდა, მე ვკითხავ.
- არა, იყოს, მე ფულს არ გამომართმევს და ჩემს ცოლს მივაგზავნი.
- როგორც გინდა, წავედი, აბა, კარგად.
წასვლა დავაპირე, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, როგორ მირეკავდა და მლანძღავდა ბერგერი, გადავიფიქრე. მივუბრუნდი ნიკას და გამოვუტყდი ტყუილში. თან მოვუყევი, საიდან დამებადა ეს ხუმრობა. მოკლედ, გადავურჩი ნიკასაც და ზალიკოსაც.

სპეციალურად ''რეიტინგისთვის'' ხუმრობდა და ცელქობდა:
ნინო მჭედლიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლუი
1. 3გეი ერთად 2. ბოზი 3. 1გეი 4. მძინარა
14:17 / 05-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS