24 ნოემბერი, 2017
თემურ წიკლაური: "ძალიან რთული რამ მოხდა, მაგრამ ღმერთი ამბობს - "გსჯი, რადგან მიყვარხარო"
"ვმღეროდით და ხალხისთვის ბედნიერება მოგვქონდა როგორც საქართველოში, ისე მთელ დედამიწაზე. ჩვენი სამუშაო ეს იყო და არ ვყოფილვართ არასოდეს უკანა რიგში! ძირი და საძირკველი, რაც ადამიანს ბაავშვობიდან აქვს ჩაყრილი, შემდეგ თავისთავად თავის ნაყოფს გამოიღებს. ჩვენი სიცოცხლის და ცხოვრების სახლი ქვიშაში არ არის აშენებული. მგონია, რომ მყარად კლდეზე დავაფუძნეთ ჩემი და ლილის ოჯახი, ის შენობა, რომელიც ახლაც კარგად და მყარად დგას!" - ცნობილი მომღერალი თემურ წიკლაური თავის ბავშვობაზე, ოჯახურ იდილიასა და უდიდეს ტკივილზე გულახდილად გვესაუბრა...

- ჩვეულებრივი
მშობლები მყავდა, მკაცრები არ ყოფილან... სოფელში ვიზრდებოდი, სოფელს სხვა წესები აქვს და იქ ბავშვი სხვანაირად იზრდება, ვიდრე ქალაქში. სოფელში კიდეც უნდა დაბარო, გათოხნო, ტყიდან შეშა უნდა მოიტანო, ცული უნდა იხმარო... ადრინდელი სოფელი ასეთი იყო და ახლა ჩემს სოფელში გაზია გაყვანილი და შეშამ და ღუმელმა დაკარგა თავისი ფუნქცია...

18 წლის რომ გავხდი, უცხო ენებზე ჩავაბარე და ცოტაოდენ მოვწყდი სოფელს. სიმღერა დავიწყე, ანსამბლში ვმღეროდი და მსოფლიოს 80 ქვეყანა მაქვს მოვლილი. 50 წელია, სცენაზე ვარ... თუმცა, აქვეა ჩემი კოჯორი და ჩასვლას მაინც ვახერხებდი. ახლა კოჯორი ქალაქად ითვლება, ადრე სოფელი იყო და შემდეგ - დაბა, კურორტი... მიწაზე მუშაობა დიდი მადლია, ადამიანს აკეთილშობილებს. პატარაობიდანვე ისე ვიზრდებოდი, რომ რაც საჭირო იყო, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. ადამიანი უნდა გრძნობდე რომ შენ თვითონ ქმნი და არ ხარ მხოლოდ მჭამელი, მომხმარებელი, პარაზიტი... ზოგისთვის მისაღები ფორმაა მთელი ცხოვრება პარაზიტად იყოს. ჩვენ კი შრომა ავირჩიეთ და ოჯახში ყველა ვმუშაობდით... ვთოხნიდით, ვბარავდით და რაც იყო სოფლის საქმე, ყველაფერს ვასრულებდით.

- ოჯახი როდის შექმენით?

- მოგეხსენებათ ჩემი მეუღლეც მომღერალია, მთელი ცხოვრება ერთად ვდგავართ სცენაზე... ოჯახი შევქმენით, სცენაზე არ იყო სათოხარი და საბარავი და ჩვენი საქმით – სიმღერით ვიყავით დაკავებული. იმას ვაკეთებდით, რისი ნიჭიც უფალმა მოგვანიჭა. ვმღეროდით და ხალხისთვის ბედნიერება მოგვქონდა როგორც საქართველოში, ისე მთელ დედამიწაზე. ჩვენი სამუშაო ეს იყო და არ ვყოფილვართ არასოდეს უკანა რიგში! ძირი და საძირკველი, რაც ადამიანს ბავშვობიდან აქვს ჩაყრილი, შემდეგ თავისთავად თავის ნაყოფს გამოიღებს. ჩვენი სიცოცხლის და ცხოვრების სახლი ქვიშაში არ არის აშენებული. მგონია, რომ მყარად კლდეზე დავაფუძნეთ ჩემი და ლილის ოჯახი, ის შენობა, რომელიც ახლაც კარგად და მყარად დგას!

- როგორ იხსენებთ იმ წუთებს, როდესაც მამა გახდით?

- მშობელი რომ გახდეს ადამიანი, ეგ ერთ-ერთი დანიშნულებაა, თუ რატომ არის იგი დედამიწაზე და ცოცხლობს. მამობის აღქმა რასაკვირველია არაჩვეულებრივი იყო. სიტყვებიც არ მყოფნის, არ ვიცი, რა სიტყვებით უნდა გადმოვცე ის ამაღლებული გრძნობა. შვილის აღზრდაა მთავარი და პირადი მაგალითის ჩვენება... ახლა კიდევ სხვა დრო დადგა, მაგრამ ყოველთვის რჩება ადამიანს იმის დრო და საშუალება, თავის ნაშიერს მოუაროს... ეს იმას ჰგავს ტყეში რომ გაუშვებ ცხვარს ან საქონელს და რომ არ მიედევნები. მაშინ ან მგელი შეჭამს და ან მგლის შვილი. ბავშვიც სანამ გამოცდილებას შეიძენს, აუცილებელია დიდი ყურადღება, სხვანაირად ვერ გაიზრდება... მკაცრი მამა არასოდეს ვყოფილვარ - სამართლიანი ვარ, უფრო მეგობრული და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით... ამ ცხოვრებას ისე ვუყურებ, რომ სიკვდილი და სიცოცხლეც დიდი პასუხისმგებლობაა.

- ცხოვრებაში ძალიან დიდი ტკივილი შეგხვდათ, შვილი დაკარგეთ...იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS