ნატაშკას სურს მამის კვალს გაჰყვეს და მსახიობი გახდეს. საკუთარი გეგმების შესახებ ის „რეიტინგს“ ესაუბრა:
- მთელ დროს სწავლას ვუთმობ, სკოლის დამთავრების შემდეგ ლოს-ანჯელესში ვაპირებ წასვლას და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარებას. სხვა გეგმებიც მაქვს, მაგრამ პირველ რიგში ამ ჩანაფიქრს განვახორციელებ. ჩემი ჰობი არის წერა, წიგნს ვწერ, თუმცა, ჯერჯერობით ამაზე საუბ
- ცნობილია, რომ ოჯახს არ უნდა მსახიობი გახდე, რადგან საქართველოში ეს დაუფასებელი პროფესიაა...
- ჩემი ოჯახი პატივს სცემს ჩემს არჩევანს და მხარს მიჭერს.

- მოდელობა რატომ არ გინდათ?
- მოდელობა არ მიზიდავს. ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მალე მთავრდება, თუმცა, კრისტიმ შეძლო და დიდი ხანია ამ სფეროში.
- მკაცრი დედაა კრისტი?
- მკაცრი მშობლები არ მყავს. კრისტის არც ვაძლევ ამის საბაბს. შენიშვნებს მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მაძლევს. მაგალითად მირჩევს, სწორ კვებას და სრულფასოვან ძილს.

- სწავლის გამო არ კამათობთ?
- კრისტი არასდროს არ მეხმარებოდა სწავლაში, უბრალოდ მეუბნებოდა, რომ ეს საჭიროა ჩემთვის და ასე შემიყვარდა სწავლა.
კრისტი: სხვა ბავშვებს როცა ვაკვირდები, ვხედავ უარესი შემთხვევებიც არის და ამით ვიწყნარებ თავს (იცინის). ახლა ახალი სტრატეგია მაქვს არჩეული, არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ ვაკონტროლებ.

- კრისტი, მარტო გაუშვებთ ნატაშკას სასწავლებლად?
- ჯერ მე წავალ და მერე ჩამოვა ნატაშკა. საქართველოში პროფესიები არ ვითარდება, სადღაც გიწევს გაჩერება, არ მინდა, ნატაშკას პოტენციალიც გაიყინოს, ამბიციურად კი ჟღერს ჩემი ნათქვამი, მაგრამ... არ მინდა წინასწარ ვთქვა, რა მაქვს ჩაფიქრებული.
- ნატაშკა, სოციალურ ქსელში ხშირად გწერენ ქსენოფობიურ კომენტარებს, არ გაღიზიანებთ ეს?
- მე ყველას დადებითად ვპასუხობ სოციალურ ქსელში. ქსენოფობიურ კომენტარებზე რეაქცია არ მაქვს. რა უნდა ველაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი განვითარება და ქსენოფობიური კომენტარებით „მკბენენ“? მათ განვითარებაზე მუშაობას მე ვერ დავიწყებ.
- ამბობენ, რომ შეყვარებული ხარ...
ბევრ ბიჭთან ვმეგობრობ, ამიტომ სულ არსებობს ასეთი ჭორები. პირადი ცხოვრებით დაინტერესებული არ ვარ, ვიცი, ეს ურთიერთობები არ გაგრძელდება და რა აზრი აქვს ურთიერთობას, რომელიც არ გაგრძელდება?