23 ნოემბერი, 2017
"ვალები დამიგროვდა და ბებიის ბინა გავყიდე..." - თამუნა მუსერიძე ახალ სახლში გადავიდა
თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში სასიამოვანო სიახლეებია - სახლი იყიდა და შვილთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავიდა. გარდა ამისა, მის ფეისბუქ გვერდზე აქტიურად ჩნდება სანდრო მიკუჩაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები, როგორც ჩანს, წყვილი შერიგდა, თუმცა, ჩვენმა რესპონდენტმა ამჯერად ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ მასთან ინტერვიუ ახალმოსახლეობაზე ჩავწერეთ.

- სახლი ვიყიდე და ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავედი. როცა ეს სტატუსი დავწერე, ზოგი მწერდა, რა იშოვე ასეთიო... არაფერი მიშოვია და არც ფულით სავსე ტომარა დამცემია. ბებია-ბაბუის დანატოვარი სახლი გავყიდე
ვაკეში და მის ნაცვლად სხვა ვიყიდე. დედა რომ ცუდად იყო, ბუნებრივია, მისი მკურნლობა ფინანსებთან იყო დაკავშირებული. მისი გარდაცვალების შემდეგ, მეც რთული პერიოდი მქონდა, როგორც ფიზიკურად, ისევე ემოციურად, ამას დაემატა ისიც, რომ იმ დროს ტელევიზიიდანაც გამომიშვეს, დავრჩი სამსახურის გარეშე, მხოლოდ კარაოკებარში ვმუშაობ ახლაც და მაშინაც ასე იყო... ეს შემოსავალი კი, ბუნებრივია, მე და ჩემს შვილს არ გვყოფნიდა. მომიწია ვალის აღებამ, მის გასასტუმრებლად ისევ ვალი დავამატე და ასე დამიგროვდა ვალები. იმისათვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, ვაკეში გავყიდე ბებია-ბაბუის დანატოვარი სახლი - დედაჩემის მშობლებისგან დამრჩა ეს მე, ჩემს ძმას მეორე სახლი აქვს, ასე ვთქვათ, გავიყავით.

- როგორც ვიცი, შენი ახალი ბინაც ვაკეშია. როგორი ფართისაა?
- კი, ესეც ვაკეშია. 80 კვადრატულია. გაყიდვით კი გავყიდე, მაგრამ სახლის ყიდვა ყოფილა ძალიან რთული. ვითომ ამდენი განცხადება დევს, ბევრი სახლი იყიდება, მაგრამ რეალურად კარგი სახლის არჩევა ურთულესია. რასაც ვნახულობდი, ან არ ჰქონდა ეზო, სადაც ბავშვი შეძლებდა თამაშს, ან ისეთი თხელი კედლები ჰქონდა, რომ მეზობლის ამოხვნეშაც კი ისმოდა... მოკლედ, ბევრი ფაქტორი ყოფილა გასათვალისწინებელი სახლის ყიდვისას.

მეც ბევრი ვეძებე, ამ პროცესში ვიყავი ჩართული, როცა ერთ-ერთმა ქალბატონმა მომნიშნა იმ პოსტზე, რომელშიც გასაყიდ სახლზე იყო საუბარი, ვნახე ფოტოები და ღამის პირველ საათზე დიდი ბოდიშებით დავურეკე მეპატრონეს. დილით დავათვალიერე ბინა და ნახევარ საათში წავიყვანე გადასაფორმებლად.

2 დღეში გადმოვედი საცხოვრებლად. ვინაიდან ჩემი ძველი სახლი პირველ სართულზე იყო, კომერციულ ფართად გაიყიდა, შედარებით ძვირი გადაიხადეს, რამაც საშუალება მომცა ვალები გამესტუმრებინა და სახლიც მეყიდა. თან, ახალ სახლში ფაქტობრივად ყველაფერი დამიტოვა მეპატრონემ, ავეჯის ყიდვა არ დამჭირდა.

ერთადერთი, რაც შევცვალე კედელია, მხოლოდ ერთი კედლის შპალერი ვიყიდე, მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენივე ხელით ჩამოვხიეთ და ჩვენვე გავაკარით, დანარჩენი ყველაფერი დამხვდა გაზქურიდან დაწყებული, სარეცხი მანქანით დამთავრებული, კარადებზე აღარაფერს ვამბობ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სახლს ჰქონოდა ეზო. ძალიან არ მომწონს, ბავშვები რომ სულ მიჯაჭვულნი არიან კომპიუტერზე, ჩემი შვილიც მათ შორისაა, ვინც სულ კომპიუტერთან ზის, მაგრამ კარგ ამინდებში ეზოდან ვერ ამომყავდა. ამიტომ, როცა სახლს ვარჩევდი, ეს ფაქტორიც გავითვალისწინე, რომ ბავშვს ჰქონოდა ეზოში თამაშის საშუალება. ჩვენს ახალ სახლს ჩაკეტილი ეზო აქვს, მანქანები არ მოძრაობენ, აქვე სტადიონიცაა და სანდრო კარგად ერთობა. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია ახალ სახლში გადმოსვლით.

- თამუნა, ახლა ცოტა სანდროზე ვისაუბროთ, როგორც ვიცი, სკოლა შეუცვალე, რატომ? 

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ბინის ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS