22 ნოემბერი, 2017
"თქვენთვის მომინდვია იმის წარმოდგენა, რით დასრულდებოდა ეს ვახშამი!" - ჩიკა პუტინთან ვახშამზე ოცნებობს
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარული გმირი ჩიკა, გაგიკვირდებათ და, სინამდვილეში პოპულარობას ვერ იტანს.

ამ ბოლო დროს მისდამი გამოჩენილი ყურადღება საშინლად ეუხერხულება და ხალხმრავლობას გაურბის. ინტერვიუზეც ძლივს დავითანხმეთ. ისიც, მხოლოდ "ბლიცზე" მოგვიწია დაყაბულება. ანი ჩირაძეს ორი პროფესია აქვს - მსახიობი და იურისტია. თუმცა, გარდა თავისი პროფესიისა, იმდენ ადგილას და ისეთ განსხავევუბულ პოზიციებზე უმუშავია, რომ მათი ჩამოთვლა ამონაწერს დაემსგავსება სამუშაო წიგნაკიდან.

მე რომ მკითხოთ ანი როგორია, ერთი წინადადებით ასე ვიტყოდი: ანი ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ადამიანია,
ვისაც კი ვიცნობ.


თავისუფალ დროს წიგნების საკითხავად და კინოს საყურებლად იყენებს. საკუთარი კინოგმირისგან განსხვავებით, ელიტურ შეკრებებს სახლში მშვიდად ყოფნას და კინოში, მუსიკაში, სახვით ხელოვნებაში თუ ლიტერატურაში ახალი სახელების აღმოჩენას ამჯობინებს. როგორც თავად ამბობს:

თვითონ ხომ განსხვავებულია ჩიკასგან, და არც რომელიმე ქმარი ყოლია შავლეგიკოს მსგავსი.

მოკლედ, ანი ანტიჩიკაა!

და საერთოდაც, არ ხიბლავს მსგავსი "სიფსიხეები".

1. მე რომ დავიბადე...
ნეტა რამდენი ადამიანი დაიბადა კიდევ ჩემთან ერთად?

2. ბავშვობაში ვოცნებობდი...

რაზეც ყველა ბავშვი ოცნებობს ბავშვობაში

3. კაცად რომ დავბადებულიყავი...

ალბათ, ჩვენი თაობისთვის ძალიან რთულ პერიოდს, 90-იანებს შევეწირებოდი და თუ გადავრჩებოდი, აუცილებლად ვიქნებოდი დიმიტრი გელოვანი.

4. წინა ცხოვრებაში მგონი ...

არ მახსოვს. თან არც მჯერა. ისე ნეტა შემდეგ ცხოვრებაში რა ან ვინ ვიქნები?...

5. ჩიკა..

ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში ჩიკაც და შავლეგოც. როგორც ჩიკა იტყოდა - "ცაკალელები".

6. არავინ იცის, რომ მე...
თუ არ იცის, ესე იგი არც უნდა იცოდეს.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS