21 ნოემბერი, 2017
"გიორგის ყოფილ პარტიაზე სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს" - რაზე კამათობს მეუღლესთან გიორგი ვაშაძე
ერთობა ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და მისი მეუღლის, ქეთი სიჭინავას მიმართ, საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია. რამდენჯერმე გავრცელდა ხმა წყვილის დაშორების შესახებ, თუმცა, მათ მყარი ოჯახი აქვთ და სამი მცირეწლოვანის აღზრდით არიან დაკავებულნი. თავიანთი სიყვარულის ისტორიის შესახებ, გიორგი და ქეთი AMBEBI.GE-ს ესაუბრნენ.

- სად გაიცანით ერთმანეთი?

ქეთი: გიორგი ვენაში გავიცანი. ეს მოხდა დაახლოებით ათი წლის წინ. მე და ჩემი და სასწავლებლად ვიყავით ვენაში, გიორგი საერთო მეგობარმა გამაცნო. საკუთარი საქმეების გამო ხშირად უწევდა იქ ჩამოსვლა, ჯერ
ვმეგობრობდით, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა ჩვენი ურთიერთობა.

- ბატონო გიორგი, თავიდანვე მოგეწონათ ქეთი?

- ნამდვილად, ჯერ გარეგნულად მომხიბლა, შემდეგ მისი ხასიათიც მომეწონა. გახსნილი ადამიანია და ამიტომაც დავადგი ქეთის თვალი (იცინის). თუმცა, თავიდან არ ვიმჩნევდი ამას. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში ერთ თვეში გადაიზარდა.
ქეთი: ერთ თვეში როგორ გადაიზარდა, როცა წელიწადში ორჯერ გნახულობდი?

- ქეთი, თქვენ რითი მოგხიბლათ მომავალმა მეუღლემ?

- როცა ერთმანეთი გავიცანით, მე 19 წლის ვიყავი, გიორგი - 26-ის. ამ პერიოდში ასაკობრივი სხვაობა ძალიან იგრძნობა, თან გიორგი სულ სოლიდურად ჩაცმული დადიოდა, საინტერესოდ ყვებოდა ამბებს და სწორედ ამან გამოიწვია ჩემში დიდი ინტერესი. დაახლოებით 4 წელიწადს გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. მეოთხე კურსზე უკვე დავოჯახდით და თბილისში დავბრუნდი.
გიორგი: შეეძლო იქ გაეგრძელებინა მაგისტრატურაში სწავლა, მაგრამ კიდევ ერთი ქართველი დავაბრუნე საქართველოში.

- დისკომფორტს არ გიქმნიდათ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება?
- რთული იყო აქეთ-იქეთ სიარული, მაგრამ ხშირად მიწევდა ჩასვლა ვენაში. ყოველ მეორე კვირას ჩავდიოდი, მაშინ ბრიუსელში დავდიოდი სავიზო რეჟიმზე და მიგრაციის საკითხების მოლაპარაკებებზე. ბრუსელში ყველას ავუხსენი, რომ შეხვედრებზე 10-15 წუთით დაგვიანების საპატიო მიზეზები მქონდა (იცინის).

- ქეთი, სიურპრიზებს ხშირად გიწყობდათ შეყვარებული გიორგი ვაშაძე?
- კი, მაგრამ ერთი გამორჩეულად დამამახსოვრდა. ერთხელ გვიან მოვედი უნივერსიტეტიდან, სკაიპით ველაპარაკე გიორგის, მკითხა, ახლა რა გინდაო, საჭმელი მენატრებოდა ძირითადად და ვუთხარი ფელამუში მენატრება-მეთქი. დაახლოებით 5 საათში, კარზე იყო კაკუნი, თვითონ ჩამოვიდა და ჩამომიტანა ფელამუში.
გიორგი: როცა დავაკაკუნე გერმანულად ვლაპარაკობდი და მისმა დამ უთხრა, ეტყობა გაზის მრიცხველზე მოვიდნენო.

განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS