16 ნოემბერი, 2017
გაიცანით Gucci-ის მაღაზიის ქართველი მოდელი - ვინ არის 24 წლის ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც ნიუ-იორკში წარმატებული კარიერა აქვს
24 წლის ალექსანდრე მელაძე პროფესიით ბიზნესმენია, თუმცა, მეოთხე წელია ნიუ იორკში ცხოვრობს და ბედს სამოდელო ბიზნესში ცდის. იგი თავისი ამერიკული კარიერისა და სამომავლო გეგმების შესახებ რეიტინგს ესაუბრა:

- პროფესიით ბიზნესმენი ვარ, მაგრამ 4 წელია New York-ში სამოდელო საქმიანობით ვარ დაკავებული. მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ცნობილი ბრენდის ჩვენებებში, მათ შორის 2Xist-ის Campaign-ში, მე და ჩემმა ძმამ კონტრაქტი ერთ-ერთ სააგენტოსთან Red Model Management-თან გავაფორმეთ, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. მონაწილეობა მივიღე ვერონიკა ვიდალის კლიპში Let's Play A Game.
ამჟამად ვმუშაობ მანჰეტენზე Gucci-ს მაღაზიაში.

- სამოდელო საქმიანობის გაგრძელებას აპირებთ?
- ალბათ, კი. ამ სფეროში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კარგ ფორმაში ვიყო.
Rating

- ამისთვის ბევრს მუშაობთ? თუ გაქვს რაიმე რჩევა ქართველი მამაკაცებისთვის?
- ფორმის შენარჩუნებისთვის რაიმე საიდუმლო არ მაქვს, კვირაში 4-5 დღე ვარჯიში და სწორი კვება საკმარისია. პირველ რიგში, სიზარმაცე უნდა დავივიწყოთ და საკუთარ თავს შთავაგონოთ, რომ კარგი სხეულის დაყენება შეგვიძლია. ბავშვობიდან მიტაცებს სპორტი. საქართველოში ფეხბურთით და კალათბურთით ვიყავი დაკავებული. ახლახან კალიფორნიაში სერფინგი ვისწავლე და ამ სახეობამ ძალიან გამიტაცა.

Rating

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- აქ ოჯახთან - მშობლებთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობ, დაბრუნებას არ ვგეგმავთ, თუმცა, სამშობლოში 1 თვით დასვენებაზე უარს არ ვიტყვით.

- საზღვარგარეთ მცხოვრებთა ნაწილი მეორე ნახევარს მაინც სამშობლოში ეძებს. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
- სიმართლე გითხრათ, ურთიერთობა ქართველთანაც მქონია და უცხოელთანაც. აქ უფრო გახსნილები არიან, მათთან ურთიერთობის აწყობა უფრო მარტივია, ვიდრე ქართველთან. შესაბამისად ის აკვიატება, რომ მეორე ნახევარი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, არ მაქვს.

მემი მემორი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაკა
პროფესიით ,,ბიზნსემენი " ??? :D
19:16 / 02-05-2019
გამოხმაურება / 0 /
დათო
წარმატებები !!!
11:21 / 20-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS