15 ნოემბერი, 2017
"ზოგს ჰგონია, უფლება აქვს მიკონტროლოს, რით ვკვებო ჩემი შვილი ან რა ვიდეო გადავუღო" - როგორ ზრდიან ინტერნეტვარსკვლავ ნიაკოს
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო ორი შვილის მამაა. მეორე შვილი, „ნამცეცა“ ნიაკო უკვე წლის და ექვსი თვისაა. პოპულარობა არც ნიაკოს აკლია. ვფიქრობ იგი, მამას სერიოზულ კონკურენციასაც კი უწევს ამ საკითხში. მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათი ათასობით მოწონება და ნახვა აქვს. ჩვენ ნიაკოს დედას, ია დუდაშვილს დავუკავშირდით. ია პროფესიით ფსიქოლოგია და ბავშვის აღზრდის „თავისებური“ მეთოდი აქვს. ამბობს, რომ ეს მეთოდი ბევრად გამართლებულია სხვებთან შედარებით - არასოდეს უბრაზდება პატარას თავდაყირა დაყენებული სახლის გამო,
არც განადგურებული კოსმეტიკის გამო. ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ბავშვმა სამყარო სწორედ ასე უნდა შეიმეცნოს.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას მერე, რაც ნიაკო გამოჩნდა? რა ემოცია გაკავშირებთ მასთან?
- ჩვენი ცხოვრება ნიაკოს დაბადებამ რადიკალურად შეცვალა. ბავშვის დაბადების შემდეგ იცვლება ღირებულებები და თითქოს ხელახლა სხვა, უფრო უკეთეს ადამიანად ყალიბდები. მასთან რაც მაკავშირებს, ამას ემოცია არ ჰქვია... „შვილი“ არის სიტყვა, რომელიც მოიცავს სრულიად სამყაროს და ყველაზე მეტ გრძნობას იწვევს ჩემში. შვილი ჩემი სხეულის ნაწილია, რომელიც საკუთარზე მეტად მიყვარს, მიხარია, მტკივა, მსიამოვნებს და განვიცდი ყველაფერს, რაც მას ეხება. მის სურნელს რომ შეისუნთქავ, აღარ გინდა ამოისუნთქო. გინდა, სამუდამოდ შენში დაიტოვო შვილის სასწაული სურნელი. წარმოუდგენელი გრძნობაა დედობა. უბრალოდ ვერ ვიტევ ამდენ ემოციას, რასაც ეს ბავშვი მჩუქნის.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS