სიუჟეტი ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან
ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის ივლისში, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. "ხიბულა" კოპროდუქციაა - პროექტში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა.
AMBEBI.GE გთავაზობთ ფილმის რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს.
- მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ უხილავი მდევარი აიძულებს, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ... როდის გაჩნდა იდეა, გადაგეღოთ ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე?
- ეს თემა ჩემში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა... არა მგონია, რაც 1991 წელს მოხდა, ნებისმიერი პოზიციის მქონე ადამიანისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო... ის დრამატული ამბები დღესაც საინტერესოა, რადგანაც ჯერ კიდევ არ გვაქვს კითხვებზე პასუხები...
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანამ აირჩია პრეზიდენტი, 9 თვეში გადატრიალება მოხდა, პრეზიდენტი გაიქცა თუ გააგდეს (ტერმინოლოგიაშიც ვერ ჩამოვყალიბდით, ყველას ჩვენი სუბიექტური აზრი გვაქვს - ზოგისთვის გადატრიალება იყო, ზოგისთვის - რევოლუცია, ქვეყნის გათავისუფლება და ა.შ.) ამ ფაქტიდან ორ-სამ თვეში ზვიად გამსახურდია დაიღუპა, თუ როგორ - ესეც არ ვიცით. ერთნი გვეუბნებიან, რომ თავი მოიკლა, მეორენი - თავი არ მოუკლავს... უამრავი სხვადასხვა აზრია, რეალური პასუხი არც აქ გვაქვს...
არ მეგონა, თუ ამ თემას ოდესმე ეკრანზე გადავიტანდი, მაგრამ ყველაფერი თანდათან მოვიდა... კონკრეტულად, 90-იანი წლების ბოლოს... მაგრამ განწყობა, როგორც ვთქვი, ყოველთვის მქონდა, ოღონდ, ამისთვის შესაფერის დროს ველოდებოდი. თან, ეს თემა ჩემში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო და ქვეყანაში ამაზე ეკრანიდან საუბარს აზრი უნდა ჰქონოდა. მუშაობა 2009-2010 წელს, "გაღმა ნაპირის" დასრულების შემდეგ დავიწყე...
იხილეთ ვრცლად: