- პროფესიის არჩევისას, მშობლების ზეგავლენამ ხომ არ იმოქმედა?
- არანაირად, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ თეთრი ხალათი უნდა მცმოდა და საავადმყოფოში მემუშავა. ერთი პერიოდი მინდოდა, რომ გავმხდარიყავი ონკოლოგი, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, რომ სუსტი ნერვების პატრონი
- სწავლის, მუშაობის გარდა, მოდელობა ან სხვა რა საქმიანობა გიზიდავს?
- არა, არ მიზიდავს არაფერი საერთოდ. კონსერვატორი ვარ უფრო. სახლში ყოფნა და წიგნის კითხვა მიყვარს. თავისუფალი დრო მაქსიმუმ 2 საათი მაქვს და მეგობრებთან ვატარებ. შემდეგ სახლში მისვლა და წიგნის კითხვაა ჩემი დღის გეგმა.
- სად ერთობი შენს მეგობრებთან ერთად?
- ძირითადად კაფეებში. არ მიყვარს ღამის ცხოვრება და კლუბები.
- მკაცრი დედაა ნინო?
- დედა მკაცრი არ არის, უფრო გამგები მშობელია. დღეს რაც მაცვია, ყველაფერი ნინოს დამსახურებაა. კისერს სულ მატეხინებდა შენ თვითონ ისწავლეო. ჩემი თუ არ გჯერა, შენ თვითონ ნახავ, როგორც გეუბნები ისე თუ არ მოხდებაო. ბოლო წლებია, რასაც მეუბნება ყველაფერს ვითვალისწინებ. ადრე ბავშვიც ვიყავი და არ ვითვალისწინებდი. დედას დამსახურებით, ერთი ნაბიჯით სულ წინ ვარ და ძალიან მიხარია.
- მამაზე რას გვეტყვი? რას გიკრძალავს?
- მამა მკაცრია. მამა ზედმეტად არაფერს გეტყვის, მაგრამ თავს უხერხულად გაგრძნობინებს. არ უყვარს, როცა გვიან ვბრუნდები სახლში, სხვას არაფერს მიკრძალავს. იცის, რომ ვსწავლობ და იცის, რომ სანდო ვარ. ასე თუ ისე ყველაფერს მიკეთებს დედამიწის ზურგზე, რაც მინდა. ამიტომ ვცდილობ, არასდროს ვაწყენინო. ძირითადად სულ მამის ფერებაში ვარ.
- თქვი, რომ ძალიან ბევრჯერ წავიმტვრიე კისერიო, რა იგულისხმე? სიყვარულში ხომ არ იყო გარდამტეხი პერიოდი?
- სიყვარულში არასდროს მქონია დიდად პრობლემა. იმიტომ, რომ ყველაფერი იცოდა დედაჩემმა და ისე მარიგებდა... ბევრჯერ ურჩევია, შვილო, ისწავლეო, მე კი არ დამიჯერებია და შემდეგ მინანია. მეგობრებთან დაკავშირებითაც მაძლევს რჩევებს.
- პოპულარული გოგონა ხარ და ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, შეყვარებული თუ ხარ?
- ვყოფილვარ და გადამიარა მალევე. დაახლოებით ორი წლის წინ და იმის მერე აღარ მინდა სიყვარული, საკმარისია.
- რატომ, გული გაგიტყდა?
- არა, არ მინდა სერიოზული ურთიერთობა არავისთან. პატარ ვარ, ჩემი აზრით, და ყველაფერს მოვასწრებ. მირჩევნია, მამიკოს გოგო ვიყო. ყველაფერი მქონდეს და გული არაფერზე მეტკინოს.