11 ნოემბერი, 2017
"ერთკვირიანი სიყვარულიც მქონია, როცა არ მეძინა და მეგონა, ცხოვრება დამთავრდა" - როგორია "ნუნუკას" რეალური ცხოვრება
"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ სათქმელს დროზე არასდროს ვამბობ, რას ველოდები, თავადაც არ ვიცი. ეს ცუდი თვისებაა", -ამბობს მსახიობი ქეთი ჩხეიძე და ამ თვისებას თავისებურ ახსნას უძებნის. რის გამო აქვს ხოლმე სირცხვილის შეგრძნება, როგორია თავისუფლების მისეული ახსნა, რისი ეშინია ყველაზე მეტად, როგორ ახსოვს პირველი აპლოდისმენტი და როგორ იქცევა, როცა დაძაბული პერიოდი აქვს? ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...
-...1965 წლის 19 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
-...მსახიობი. ბუნებრივია, ამ
გადაწყვეტილებაზე გავლენა ჩემმა გარემოცვამ და თეატრში ხშირმა სიარულმა იქონია.

- ჩემზე ამბობენ...
-...შეგნებულად არ გავიმეორებ იმ საქებარ სიტყვებს, რომლებიც ჩემი მისამართით მესმის ხოლმე. გეტყვით, როგორი კრიტიკული შეფასებები მესმის. დედა მეუბნება, ცოტათი უხეში ხარო. მეგობრები უმეტესად მაქებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტულ საქმეს ისე ვერ ვაკეთებ, როგორც მათ მოსწონთ, საყვედურსაც მეუბნებიან.

- ბედნიერი ვარ...
- ...რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში დავიბადე. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი შვილი (თან ასეთი შვილები); ბედნიერი ვარ, რომ ბევრი მეგობარი მყავს; ბედნიერი ვარ, რომ საინტერესო პირადი ცხოვრება მაქვს და ვაკეთებ იმას, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS