- როდესაც „იქს ფაქტორიდან“ გამომიშვეს, ნაწყენი დავრჩი, გული ძალიან მეტკინა. თუმცა, გადავწყვიტე, ამის გამო ხელი არ ჩამექნია და თუ გამოჩნდებოდა ახალი მუსიკალური პროექტი, იქაც მესინჯა ძალები, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ეს პროექტი და კასტინგზე მივედი.
- რითი არის გამორჩეული „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“?
- ეს პროექტი გამორჩეული არის იმით, რომ უფრო მუსიკაზე კეთდება აქცენტი და არა შოუზე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ერთხელ პროექტი დავტოვო, მაგრამ ეს შიში უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს და ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო კონცერტებზე.
- სიმღერის გარდა რას აკეთებ?
- ყველამ იცის, ვხატავ და ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. ეს ნიჭი მშობლებისგან გამომყვა. დედა მხატვარია, მამა ფოტოგრაფი, მეც სულ მათ მუშაობას ვუყურებდი და დავინტერესდი ამ საქმით.
დედა პროფესიით მხატვარია, ის ევროპის წამყვან გალერეებთან თანამშრომლობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება მისი გამოფენები. პირველად სიმღერაზე, მე და ჩემი ტყუპისცალი და, ბებიამ მიგვიყვანა.
- მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მამა არის ჩემი მეგობარი, ხშირად დავდივართ ერთად სასეირნოდ და უამრავ თემაზე ვსაუბრობთ. მართლა მეგობარი მგონია, რომელიც ძალიან ზრუნავს ჩემზე. დედას რაც შეეხება, მასთან ერთად ვცხოვრობ და ბუნებრივია, ცდილობს ყველაფერზე შენიშვნა მომცეს.
- თქვენს ტყუპისცალს ძალიან ჰგავხართ?
- საერთოდ სხვადასხვა ადამიანები ვართ და ერთმანეთს არაფრით არ ვგავართ.