- ძალიან გააზრებული და დაგეგმილია ეს ჩემი მეორე ორსულობა. დიდი შუალედი კი გამომივიდა, მაგრამ ამ ასაკში უფრო სხვა განცდები, ემოციები მაქვს და ვფიქრობ, ახლა უკვე მზად ვარ მეორედ დედობისთვის. როცა დუდუ გავაჩინე, ძალიან პატარა, 20 წლის ვიყავი და დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ბოლომდე ვერ ვითავისებდი დედობას, ახლა სულ სხვა ეტაპი მაქვს, მოუთმენლად ველოდები პატარას დაბადებას,
- სქესი იცი უკვე? როდის ელოდები?
- მეექვსე თვეში ვარ, თებერვლის დასაწყისში ველოდები, სქესი ვიცი, გოგოა და ამან საერთოდ გადამრია.
- რამდენად მზრუნველია დუდუ ორსული დედის მიმართ?
- სულ ცდილობს დამეხმაროს, ამას წინათ სუპერმარკეტში ვიყავით და მძიმე პარკებზე ხელი არ მომაკიდებინა, სულ თვითონ გამოიტანა, ყველანაირად ცდილობს, გამიფრთხილდეს. მეფერება მუცელზე, მასაც ერთი სული აქვს, როდის გაჩნდება, ითვლის თვეებს, დღეებს და საათებს.
განაგრძეთ კითხვა: