29 ოქტომბერი, 2017
რა ზომის მკერდია მოდაში და როგორ უნდა დავუბრუნოთ ფორმა მოშვებულ ძუძუს
ლამაზ მკერდს ქალისთვის ფსიქოლოგიურად დიდი დატვირთვა აქვს. გქონდეს მიმზიდველი მკერდი - 21-ე საუკუნეში, ამის საშუალება ყველა მანდილოსანს აქვს, რადგან პლასტიკური ქირურგიის წყალობით, შესაძლებელია მკერდის გადიდება, დაპატარავება და ა.შ.

"რეიტინგი" გთავაზობთ ინტერვიუს, საქართველოში ყველაზე ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან გუგა კუზანოვთან.

- მკერდზე ბევრი ტიპის ქირურგიული ჩარევა ტარდება, თუმცა პირველ ადგილზე მკერდის გადიდება დგას. მკერდის პლასტიკური ოპერაციების რიცხვი საქართველოში ძალიან გაიზარდა.

- რა ღირს საქართველოში მკერდის პლასტიკური ოპერაცია?
- მკერდის გადიდება არის ყველაზე მოთხოვნადი ოპერაცია და მისი ფასი
5800-6500 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება მკერდის აწევას ეს ღირს 3500 ლარი, თუ ქალს აქვს გიგანტომასტია, ანუ ძალიან დიდი ზომის მკერდი შესაძლოა ეს ოპერაცია 10 000 ან უფრო მეტი დაჯდეს. დიდი მკერდის ტარება ძალიან დიდი დისკომფორტია, ეს იწვევს ოსტეოჰონდროზს, წელის და მხრების ტკივილს, ამიტომ ქალს ურჩევნია ეს პრობლემა მოიშოროს. საშუალოდ მკერდის პლასტიკური ოპერაციის ფასი, საქართველოში 5500 ლარია. რაც უცხოეთის ქვეყნებში სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ამიტომ პაციენტების 60 პროცენტი ევროპიდან ჩამოდის. მათ იციან, რომ ჩვენთან პლასტიკური ქირურგია მაღალ დონეზე არის განვითარებული და თან სამჯერ უფრო იაფი ღირს.


- ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ე.წ. მკერდის აწევა, რამდენად ხშირად მოგმართავენ პაციენტები ამ ოპერაციის მოთხოვნით?
- ლამაზი მკერდი ხშირად ფუჭდება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ამ დროს მკერდის ზომა იზრდება, კანი იწელება და ჩნდება სტრიები. მკერდი უფრო დაშვებული ხდება. ვინც ლამაზ მკერდს მიჩვეულია, მისთვის ეს დიდი დისკომფორტია, ამიტომ ტარდება მკერდის ლიფტინგი. შესაძლოა მკერდი იმპლანტის გამოყენებით ავწიოთ ან იმპლანტის გარეშე, შესაბამისად ფასიც ამის მიხედვით განისაზღვრება. თუ მკერდში გვაქვს მოცულობა მაშინ კეთდება რედუქციული პლასტიკა, არ გვჭირდება იმპლანტი, ვიყენებთ არსებულ ქსოვილებს, ზედმეტ კანს ვკვეთავთ და მკერდი კარგად გამოიყურება. თუ ქსოვილები გამოფიტულია, მაშინ საჭიროა იმპლანტები.

- ძირითადად რა ზომის მკერდი ითვლება იდეალურად?

- ითვლება რომ 3 ზომამდე მკერდი არის იდეალური, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია. არსებობს დაახლოებითი ცხრილი, რომელიც სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. ქალისთვის ძუძუ ბევრს ნიშნავს. ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ვისაც პატარა მკერდი აქვს, ზღვაზე ყოფნისას საცურაო კოსტიუმში რაღაცეებს იტენის, არ იხდის სამოსს და ა.შ. ლამაზი მკერდი მთელ ქვეყანაში აქტუალურია და ამიტომ პლასტიკურ ოპერაციებში მოწინავე პოზიციაზეა.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS