რობი კუხიანიძე ჟიურის ამპლუაში ალბათ ნაკლებად წარმოგიდგენიათ, როგორც აღმოჩნდა, ეს შეთავაზება მისთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა სიამოვნებით დათანხმდა. რობი კუხიანიძე „რეიტინგს“ ესაუბრა:
- უჩვეულო იყო ჩემთვის ეს შემოთავაზება, მაგრამ ჩემმა პროდუსერმა მირჩია რომ ასე იყო საჭირო და სიამოვნებით დავთანხმდი. გავეცანი კონკურსანტების სიმღერებს და კმაყოფილი
- თქვენნაირი თავისუფალი კონკურსანტი აღმოაჩინეთ რომელიმე?
- გაგიკვირდებათ და ორი ასეთი ადამიანი აღმოვაჩინე. ვნახოთ როგორ გაამართლებენ ჩემს იმედებს. ჩემთვის არსებობს კარგი და ცუდი მუსიკა. შესაძლოა არ მომწონდეს, რაღაც მუსიკალური მიმართულება, მაგრამ ისე ხარისხიანად შეასრულოს მომღერალმა, სწორედ ამ ხარისხსს გავუწიო ანგარიში. 52 წლის კაცი ვარ, ჩემს ბავშვობაში ისეთ სიმღერებს ვუსმენდი, ღმერთმა დაიფაროს ეს თაობა მსგავსი მუსიკისგან. ჩემთვის მთავარია მენტალური აზროვნება, არ მიყვარს როცა ქურდულ მენტალიტეტს ან პოლიტიკას იყენებს მომღერალი სიმღერაში. დანარჩენი ყველაფერი მისაღებია. თავიდან ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ამ შემოთავაზებას, მაგრამ მივხვდი, რომ აბსოლიტური თავისუფლება მექნება. ჩემი ვალია მინიშნებები მივცე მომღერალს და არა შენიშვნები. თუ გამითვალისწინებენ კარგი იქნება, თუ არადა ავდგები და წავალ აქედან.
- რას გულისხმობთ ქურდული მენტალიტეტის მუსიკაში?
- მახინჯ მუსიკას ვგულისხმობ, ძალადობრივ დამოკიდებულებას. მე ის ქურდული სამყარო არ მიგულისხმია რომელიც ჩემს ბავშვობაში იყო, ეგეთი საქართველოში აღარ არსებობს.
- თქვენ რომ იყოთ კონკურსანტი, იმღერებდით ძუძუზე პროექტში მოსახვედრად?
- 40 წელია ვმღერი, ჩემნაირ ბავშვებს კონკურსებში მონაწილეობაზე მაშინ უარს ეუბნებოდნენ. მაშინაც იმას ვმღეროდი, რასაც ახლა ვმღერი, ასე რომ ვიმღერებდი თუნდაც „ძუძუზე“.
- იმიჯის შეცვლა მოგიწევთ პროექტისთვის?
- იმიჯს იცვლის ის ვინც ეძებს. მე დიდი ხანია მაქვს ჩემი იმიჯი. როცა მივედი პროდუსერებთან, პირველად სწორედ ამაზე ვესაუბრე, მათ მითხრეს ჩვენ თქვენგან გვჭირდება რჩევები და სხვა ყველაფერში თავისუფალი ბრძანდებითო. სხვა შემთხვევაში არც დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას.