"თუ არის საშუალება ვფიქრობ, რომ ბავშვმა აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა ისწავლოს. იქ ბევრად უფრო დაიხვეწება. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ვთვლი, რომ ბავშვის მომავლისთვის უკეთესი ასე იქნება!" -
ცნობილი მოდელი – მოდელი კრისტი ყიფშიძე თავად გვესაუბრა როგორი დედაა და რა არის მისი სამომავლო გეგმები... - ჩემი შვილი რომ დაიბადა, აბსოლუტურად შოკირებული ვიყავი და არ მჯეროდა, თუ ჩემი იყო. ძალიან უცნაური რეაქცია მქონდა: რომ დავინახე, სიხარულისგან დავიბენი და დავმუნჯდი. ჩემს წინ იყო ადამიანი, იგივე ჩემი თავი დაპატარავებული...
შემდეგ საბანაოდ წაიყვანეს და სასწრაფოდ ტელეფონი მოვითხოვე, ყველას უნდა მოვუყვე როგორია-მეთქი. იმდენად ვიყავი აღელვებული, მთელი ღამე არ მეძინა და სულ ვიძახდი, მოიყვანეთ, მაჩვენეთ-მეთქი. თავად 23 წლის ვიყავი, მალევე 24 წლის გავხდი და ვფიქრობ, ეს ასაკი იდეალურია შვილის დაბადების სიხარული შეიგრძნო. 24 წლის უკვე პატარა აღარ ხარ... 9 თვე სრულად ბუნებრივ კვებაზე მყავდა და არც კი იცოდა საწოვარას არსებობა. ღამეებს არ გვათენებინებდა, მშვიდი და კარგი გასაზრდელი ბავშვი იყო. ახლა უფრო რთული პერიოდი აქვს, თინეიჯერობის ასაკშია და ვფიქრობ გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთულია. ყველა ეტაპს ახლავს თავისებურება და ამისთვის მზად უნდა იყო! წინასწარ უნდა იცოდე როგორ მიუდგე და რა როგორ აჯობებს! პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს, რაც ასე უბრალოდ არ ხდება.
- შვილი ფაქტიურად მარტომ გაზარდეთ...- ჩემი შვილი ობოლი არ ყოფილა და არასოდეს უგრძვნია რომ რომელიმე გვერდიდან ყურადღება აკლდა. პირიქით ორივე მხრიდან ძალიან დიდი სითბოს გრძნობდა ორივე სახლში. ბებიები და ყველა ძალიან ანებივრებდნენ... მართალია ორი წლის იყო ჩვენ რომ დავშორდით, მაგრამ დღემდე ასე ყურადღების ცენტრშია. თუმცა მთავარი პერსონაჟი და მოქმედი პირი მის ცხოვრებაში მე ვარ!
განაგრძეთ კითხვა: