- რამდენიმე წლის წინ ამერიკული ფეხბურთის ფოტოსესიაში მონაწილეობა მოდელის
- რაგბისტებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა მათ თქვენი თავი წარუდგინეს? არ გაგიჭირდათ მამაკაცების კოლექტივში თავის დამკვიდრება?
- წარმოიდგინეთ სიტუაცია - მოედანზე შედის ქალი და რაგბისტებს ეუბნებიან, რომ ის გუნდის წევრია, გუნდის მენეჯერი. მათ სახეებზე გაოცება და ირონია იკითხებოდა. ცოტა კონტაქტში რომ შემოვიდნენ, ვუთხარი, რომ მათი დამოკიდებულება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ყველანაირად ვეცდებოდი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა. გადავწყვიტე, მათთან მეგობრული ვყოფილიყავი, ვფიქრობდი, ეს თანამშრომლობას უფრო გაამარტივებდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მოლოდინები გამართლდა.

- იყო პატარა უხერხული მომენტები.... თამაშის შემდეგ, როცა ყველა გასახდელში გადის, ვაფრთხლებდი, რომ წარმატების მისალოცად შესვლას ვაპირებდი.
კომისარი და მსაჯი თავიდან გაკვირვებულები მიყურებდნენ, ვერაფრით ხვდებოდნენ ყველა თამაშის დროს მოედანზე რა მინდოდა. ერთხელ რაგბის ფედერაციაში ყველა კლუბის მენეჯერი დაგვიბარეს. კარი რომ შევაღე, მინდოდა უკან გამოვბრუნებულიყავი... სულ კაცები ისხდნენ...
- თქვენი კლუბის, "იბერიის" შესახებ მოგვიყევით...
- რაგბში 1-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მე და ვანიკო მაჭავარიანმა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით სპორტული კლუბის გახსნა გადავწყვიტეთ, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს. ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკული ფეხბურთის და რაგბის გუნდები გვყავს. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ძიუდოს გუნდი დავაკომპლექტოთ, რისთვისაც მზადება უკვე დაწყებულია. კლუბის სტრატეგიების დახვეწაზე სააგენტო HOLMES&WATSON მუშაობს. ერთი სიტყვით დიდი გეგმები გვაქვს, რაც მთავარია არაჩვეულებრივი მმართველი გუნდი გვყავს: ივანე მაჭავარიანი, ლევან მგელაძე, ანდრო ანთაძე, დავით გოგოძე.

- ოჯახი და თქვენი კარიერა რამდენად თავსებადია?
- ჩვენი სამსახური ჩვენი ოჯახია. ირგვლივ არაჩვეულებრივი ხალხი მყავს და არ მიწევს ზღვარის გავლება ამ ორს შორის.
ჩემი 10 წლის ვაჟი ოფიციალურადაც ჩვენი გუნდის წევრია, "იბერიის" პატარების გუნდში თამაშობს, რაც ძალიან მახარებს. მყავს კიდევ ერთი 8 წლის გოგონა, რომელიც ასევე შეყვარებულია რაგბიზე. ვეუბნებით, რომ გოგონები რაგბს არ თამაშობენ, მერე მომიბრუნდება და მეკითხება, მაშინ მე რატომ ვთამაშობ.
მეუღლე რომ მყავდეს, პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, რადგან ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს და ვთვლი,რომ ჩემი მაქსიმუმის გაკეთება სწორედ აქ შემიძლია.
ამით მინდა დავამტკიცო, რომ ქალი არაა სუსტი სქესი. ჩვენ ისეთ საქმეებს გავართმევთ თავს, კაცებს რომ ვერ წარმოუდგენიათ.დღეს ვამაყობ რომ მყავს გუნდი და ვარ ამ სფეროში.
მემი მემორი