16 ოქტომბერი, 2017
"მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილებმა გაიგეს, რომ ცოლი მოვიყვანე, აღარ მეკონტაქტებიან" - ქართველი პოეტის ტრაგედიით სავსე ცხოვრება
"3 წელი ბედნიერი ადამიანის როლს ვთამაშობდი"- ამბობს პოეტი გიორგი კუბლაშვილი, რომელმაც თავის ბავშვობის სიყვარულზე ნაადრევად, 18 წლის ასაკში იქორწინა. გავიდა წლები და გიორგიმ თავისი იდეალური მეორე ნახევარი, ხათო სამუნაშვილი იპოვა, თუმცა სამ შვილთან განშორება რთული აღმოჩნდა. პოეტმა საჯაროდ პირადი ტრაგედიისა და ბედნიერების შესახებ "რეიტინგთან" ისაუბრა:

- პირველ რიგში თქვენს ლექსებზე გკითხავთ. თითოეულ მათგანში უსაზღვრო ტკივილი ჩანს. ტრაგედიაა თქვენი ინსპირაციის წყარო?
- კი, ჩემი ცხოვრება ნამდვილად ერთი დიდი ტრაგედია და ტკივილია. 3 დედ-მამიშვილი მყავს დაღუპული, 2
ძმა და ერთი და, რომელიც 2000 წელს ზოოვეტერინალური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მანიაკმა მომიკლა. ცხედარი 3 თვის ძებნის შემდეგ ვიპოვეთ. ამ ყველაფერმა ჩემს ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

- თქვენს ცხოვრებაში 3 ნათელი წერტილია - თქვენი შვილები, მათზე მოგვიყევით…

- დიახ, პირველი ქორწინებიდან 13 წლის გოგონა, 9 და 4 წლის ვაჟები მყავს. სამწუხაროდ, ახლა მათთან არ ვცხოვრობ, მაისის შემდეგ არ მინახავს და შეიძლება წლები ისე გავიდეს, ვერ ვნახო.
მე და ჩემი პირველი მეუღლე ნაადრევად, 18 წლის ასაკში შევუღლდით. როგორც ასეთ დროს ხდება, ოჯახი არამყარი აღმოჩნდა. მარტივად რომ ვთქვათ, როცა გავიზარდეთ რადიკალურად განსხვავებული ხასიათები ჩამოგვიყალიბდა. ამავდროულად მინდა ვაღიარო, რომ ყველას არ შეუძლია პოეტს მეუღლეობა გაუწიოს.

- ალბათ, ასე თანაცხოვრება ძალიან რთულია...
- როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც აღარ გიზიდავს, როცა გრძნობა გამქრალია და მშობლებთან, შვილებთან, მეგობრებთან და მთელ საზოგადოებასთან გიწევს თამაში ძალიან დამთრგუნველია. ეს ადამიანს ფსიქოლოგიურად ანადგურებს.
წლები ვებრძოდი საკუთარ თავს, თუმცა ბოლოს გაუსაძლისი გახდა უსიყვარულოდ ბედნიერი მამაკაცის როლის თამაში, რაც ძალიან მთრგუნავდა და დანერვოზებული ვიყავი, ხშირად ფსიქოლოგისა და ფსიქო-ნევროლოგის დახმარება მჭირდებოდა.

- რამდენი ხანი გაგრძელდა ეს?

- 3 წელი ბედნიერი ადამიანის როლს ვთამაშობდი.
ერთი რამ მინდა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას, ოჯახის დანგრევა ტრაგედია არაა. სიყალბეში ცხოვრება ადამიანს ანადგურებს და ზოგადად, ტყუილს ჩვენი სარწმუნოებაც გვიკრძალავს, ვინც არ იცის მინდა ისიც ვთქვა, რომ მართლმადიდებლურად 3-ჯერ ქორწინება და ჯვრისწერა დაშვებულია.

- როცა სამი შვილი გყავს, ეს ყველაფერს ართულებს. არ გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება?
- რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ერთ დილით ვთქვი, მივდივარ და აქ აღარასდროს დავბრუნდები-მეთქი. ამით ყველაფერი დასრულდა...

- მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა?

- არანაირი. არც არაფერი უთქვამს...

- თქვენი მეორე მეუღლე, ხათო როდის გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში? როცა სახლიდან წამოხვედით უკვე იცნობდით?
- ხათო წლების წინ გავიცანი, ურთიერთობა მოგვიანებით დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც აბსოლუტურად მარტო დავრჩი, ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ხათო ავსებს. ის ყოველთვის მოხიბლული იყო ჩემი პოეზიით და ბოლოს მივხვდით, რომ ეს სიახლოვე სიყვარულში გადაიზარდა.

- სანამ სახლიდან წამოხვიდოდით შორიდან იცნობდით თუ ახლო ურთიერთობა გქონდა?
- ახლოს ვიყავით, ვმეგობრობდით.

- ალბათ, ამანაც იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებაზე...
- კი, ნამდვილად

- ბავშვებზე მინდა გკითხოთ. როგორ აუხსენით მათ? როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- მათთან არ მისაუბრია და ვფიქრობ, ამით დიდი შეცდომა დავუშვი. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ცოლი მოვიყვანე არ მეკონტაქტებიან. მანამდე ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, თბილი და ხალისიანი. მე არასდროს მიფიქრია მათი მიტოვება... ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგი განათლება მივცე და გვერდით დავუდგე, როგორც კარგი მეგობარი.

- დაქორწინების შესახებ თქვენს ყოფილ მეუღლეს თვითონ უთხარით?
- როცა დავქორწინდი დავურეკე და გავაგებინე. მითხრა, შენი ცხოვრებაა, როგორც გინდა ისე შეგიძლია მოიქცე, უბრალოდ ბავშვები არ მიატოვოო.

- თქვენს ახლადშექმნილ ოჯახზე მოგვიყევით...
- მე და ჩემი მეუღლე 2 თვეა რაც ათენში ვცხოვრობთ. არ ვიცი როდის დავბრუნდებით სამშობლოში, თუმცა უკვე საშინელი ნოსტალგია მეწყება. შემიძლია, თამამად ვთქვა, მე და ხათო იდეალური წყვილი ვართ. ერთადერთი რაც მაკლია, ჩემი შვილებია, რომლებიც არც ტელეფონზე, არც მესენჯერში და არც სკაიპში არ მესაუბრებიან. იმედია, ძველ ურთიერთობას მალე დავიბრუნებთ.

მემი მემორი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მაი
პოეტი კი არა იდიოტი ხარ. რასაკვირველია, შვილებით დაკავებული დედა აღარ მოგხიბლავდა, ეტყობა ხათუ უფრო სექსუალური აღმოჩნდა. სამი შვილი მასაც გააჩენინე და მერე კიდევ მესამე სატრფო მოძებნე ჭკუათხელო.ასე გააგრძელე :) შვილებმა საერთოდ ზედაც არ უნდა შეხედონ მთელი ცხოვრება შენისთანა ნაბიჭვარი სულის მამებს
15:20 / 25-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველას არ შეუძლია პოეტს მეუღლეობა გაუწიოს. ------- და poetma~ icis მეუღლის პატვისცემა??
არ მიყვარს ასეთი „კაცები“ სიყვარული განელდა ახალი სიყვარული იპოვა. იმას თუ ხვდები რომ შენ დაკარგე და პოვნაზე რა გითხრა უბრალოდ ფეხი წამოკარი ზირს დაგდებულ სიყვარულს და აიღე. ისიც გახსოვდეს ეგ ვიგაცას დაუვარდა .......... აი ის პირველი კი თაროზე შემოდებული რომ ჩამოიღე და ასე მიაგდე უფრო მეტ პატივისცემას იმასხურებდა არახარ კაცი როცა ის შვილი მიატოვე ვინც მამობას გაზიარა
12:57 / 30-12-2017
გამოხმაურება / 0 /
MIRABELLA
ვულოცავ მის ცოლს ამ ბალასტისაგან განთავისუფლებას.სურათზე დედაშვილს გვანან.ასეთი ხათოები,უთავმოყვარეო,ღირსებადაკარგული,სხვისი ნასუფრალი კაცის იქით რომ არც შესაძლებლობა აქვთ და არც ამბიცია,როცა ცხოვრების ნაგავში ქექვის შემდეგ ხვდებიან დეგრადირებულ კაცმაცუნებს,მაშინ ხდება ის,რაც მოხდა აქ.ნამდვილი ღირსეული კაცი ასეთ ოჯახს არ მიატოვებდა.კაცისთვის ოჯახი უნდა იყოს პრიორიტეტი და არა,წელს ქვემოთ გამოწვეული გრძნობები
01:22 / 30-12-2017
გამოხმაურება / 0 /
რია
საწყალი ქალი გაწამაწიაში იყო სამი შვილის გაზრდით და უკვე სიამოვნებას ვეგარ განიჭებდა და მიატოვე რა გამოდიხარ ამის შემდეგ?
17:26 / 22-10-2017
გამოხმაურება / 0 /
რეიტინგა ს
ერტ მე ვარ ფსიქოლოგი მეორე შენ, კომენტრზე გეტყობა და ბავშვები არანნაირ როლს ტამაშობენ ხო?! სახსენებბლებიც არრ არიან შენის აზრიტ ჩემის აზრიტ კი გასაგებია ძნელია იმასტან ცხოვრება ვინც არ გიყვარს მარა 3 შვილს რას აჩენდა ტტუ არ უყვარდა?! თანაც ბაავშვობის სიყვარულზეადამიანს რომ ეგრე გული აეცრუსო იშვვიატა, ეს სიყვარული ყველაზე დიდი და ხანგრძლიივია
17:22 / 18-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS