11 ოქტომბერი, 2017
”ჩვეულებრივ ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს...”
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად საზოგადოების ყურადღების მიპყრობას კანდიდატები არა მარტო წინასაარჩევნო პროგრამებით ცდილობენ, არამედ ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზეც ამახვილებენ ყურადღებას საკუთარი თავის წარმოჩენისას, როგორიც არის ოჯახის ინსტიტუტი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ოჯახი დიდწილად განსაზღვრავს კანდიდატის ცხოვრებისეულ თუ კარიერულ წარმატებას. "ქართული ოცნების" კანდიდატმაც საკუთარი საარჩევნო ბუკლეტის შედგენისას ოჯახის თემას დაუთმო გვერდების გარკვეული რაოდენობა. რაკი ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის პირად თემებზე ინტერვიუებით განებივრებულები არ ვართ, საინტერესოა ალბათ მკითხველისთვის ეს ინტერვიუ.

კახა:
-
ახლა რომ ჰკითხო ჩემს შვილებს, ყველას ფეხბურთელობა უნდა (იღიმება), მაგრამ ხომ იცით, როგორ იცვლება ჩვენი ოცნებები. პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ნამდვილ, კარგ ადამიანებად გაიზარდონ, საკუთარ ქვეყანას და ხალხს გამოადგნენ. მე ვიცი, რა არის გაჭირვება, რთული წლები... ვიცი, რას ნიშნავს, როცა არ შეგიძლია გქონდეს ის, რაც გსურს; რას ნიშნავს, იშრომო და იბრძოლო შენი ოცნებების ასრულებისთვის.
ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვეულებრივად ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს. უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფერი არ შეიძლება მიიღო, მით უმეტეს, დამსახურების გარეშე.

- ხშირად ეუბნებით "არას"?
ანუკი:
- ძალიან ხშირად და თან მათ საკმაოდ მკაცრი რეჟიმი აქვთ, 8 საათზე უკვე დასაძინებლად მიდიან, რომ მეორე დღისთვის დასვენებულები წავიდნენ სკოლაში.

კახა:
- ძალიან დაკავებული ვარ და ბავშვებთან ერთად, ძირითადად, შაბათ-კვირას ვატარებ, ამიტომაც შედარებით დამყოლი ვარ, მიჭირს მათთვის უარის თქმა ან გაბრაზება - არ მინდა, ერთად ყოფნის ის მცირე დროც ნაწყენები იყვნენ რამეზე, თუმცა, ცხადია, განსაზღვრულ წესებს ხშირად არ ვარღვევთ.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS