- რამდენიმე თვეა, ჩვენება არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემს მოდის სახლში მომხმარებელს ყო-ველთვის განახლებულ კოლექციას ვთავაზობ. გარდა ამისა, ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვე-თებზე როგორც ქალბატონებთან, ასევე მამაკაცებსა და ბავშვებთან. ყოველთვის მინდოდა, გამეკეთებინა
- რაც შეეხება მოდის ზოგად ტენდენციებს ცივი სეზონისთვის...
- პალტოსა და ქურთუკის ბევრი ვარიანტია მოდური, ამ მხრივ სრული თავისუფლება გაქვთ. მთავარია, თქვენთვის დამახასიათებელი სტილი ამოარჩიოთ და მოირგოთ ის, რაც გიხდებათ. წელს აქტუალურია პალტოები დიდი შარფებით, დიდი ჯემპრები პალტოს შიგნიდან, „დუტის“ ქურთუკი ბეწვით ხომ ბოლო რამდენიმე სეზონია ძალიან პოპულარულია. სხვათა შორის ადრინდელი „პილოტკები“ გათანამედროვებული ვარიანტით, ახალი ვარიაციებით საკმაოდ მოდური გახდა, სამხედრო თემამ კვლავ წამოიწია წინ, ამ სტილის ხაკისფერი ქურთუკი ბეწვით შეიძლება მოირგო ქუსლზე და მოკლე ქვედაბოლოზე და საუკეთესოდ გამოიყურებოდე. ასევე შეიძლება, ადამიანს გამოსასვლელი პალტო ეცვას შარფით, მაგრამ ფეხზე მოირგოს ბოტასი და იყოს ძალიან თანამედროვე, რადგან სტილის აღრევა ახლა ძალიან აქტუალურია. ასეთივეა ვიწრო შარვლები მაღალი წელით, როლინგები დიდი ყელით. წელს ფორმები გათავისუფლდა, ამიტომ რაც უფრო თავისუფალია სამოსი, უფრო მოდურია. შეიძლება სადა პალტოს შეუხამო მოკლე ქვედაბოლო, დიდი ჯემპრი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, აქსესუარი და უკვე გამოსასვლელად მზად ხარ.
- როგორი ფეხსაცმელი თუ ჩექმა უნდა მოვირგოთ?
- ბათინკი ყოველდღიურ ცხოვრებაში ინარჩუნებს აქტუალობას, მაგრამ უკვე ნელ-ნელა მკვიდრდება საღამოს სამოსის ტრადიცია, იქ კი ბათინკით ვერ მიხვალ. ადრე ყოფილა შემთხვევა, როცა დრესკოდი დაუწესებიათ, მაგრამ სტუმრების უმრავლესობას ეს არ გაუთვალისწინებია, ახლა ვისწავლეთ, რომ საღამოს სხვანაირად უნდა ჩავიცვათ. თუ მთელი დღე ბათინკი და ტყავის შარვალი გაცვია, ამით აღარ უნდა წახვიდე რაიმე სახის საღამოზე, შეიძლება, ტყავის შარვალი დაიტოვო, მაგრამ ქუსლიანი ფეხსაცმელი ან ჩექმა შეუხამო, რომ გამოსასვლელი იერი მიიღო. ისე, ახლა ყველაზე აქტუალური ბოტფორტია.
- ფერებიდან რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?
- ვინაიდან ზამთარია, შავი და ყავისფერის გრადაცია ძალიან აქტუალური იქნება, მით უმეტეს, რომ ცხენის წელი მოდის, თუმცა კრემისფერიც მოდურია.
- როგორც წესი, ახალი წლის ღამეს ყველა ცდილობს, განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს, თქვენ როგორ სამოსს გაუწევდით რეკომენდაციას ამ საზეიმო ღამისთვის?
- გააჩნია, ადამიანი სად მიდის, თუმცა ზოგადად შემიძლია გირჩიოთ, რომ შეიმოსოთ ერთ ტონალობაში და გალამაზდეთ სხვადასხვა აქსესუარით, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჭრელ სამოსზე არჩევანის შეჩერებას. ადამიანს რა ფერებიც უხდება, თუ მათ გემოვნებიანად შეურევს ერთმანეთში, კარგ შედეგს მიიღებს. შეიძლება, ყვითელი ბლუზა და ლურჯი ქვედაბოლო შეუხამო ერთმანეთს ისე, რომ ნამდვილად თვალში საცემი იყოს. კარგია, როცა ბევრი ფული გაქვს და ყიდულობ კარგ სამოსს, მაგრამ გემოვნებას ფული არ სჭირდება, სულაც არაა აუცილებელი, გარდერობში „შანელის“ კაბა გეკიდოთ, შეიძლება, გქონდეთ უბრალო შავი კაბა, რომელსაც აქსესუარს მოარგებთ, რითაც ნამდვილად კარგ შედეგს მიიღებთ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















