10 ოქტომბერი, 2017
ბიოენერგეტიკოსის დიეტა, რომლითაც თამარ ივერმა წონაში რეკოდრულ დროში დაიკლო
მსოფლიოს საოპერო მუსიკის, ყველაზე კაშკაშა ქართველი ვარსკვლავი თამარ ივერი, საზოგადოების ყურადღებას არამხოლოდ მისი მუსიკალური მონაცემების, გარეგნობის გამოც იპყრობდა. მისი მედიდური სილამაზე, გულგრილს არავის ტოვებდა. ბოლო დროს ტამარ ივერი კიდევ უფრო გალამაზდა და დამშვენდა. აშკარაა რომ მან წონაშიც საგრძნობლად დაიკლო. ამას კი მტანჯველი დიეტების გარეშე აღწევს, რაშიც ბიოენერგეტიკოსი ეხმარება. დეტალებზე ვარსკვლავი "რეიტინგს" ესაუბრა:

- ვენასთან ახლოს, ცხოვრობს ძალიან ძლიერი ბიოენერგეტიკოსი, რომელიც ჩემმა კოლეგებმა მირჩიეს. ეს ადამიანი ბიოენერგეტიკულ გამოკვლევებს აკეთებს. ხელში იჭერ რკინის 2 სახელურს, რომელზეც მავთულებია
დამაგრებული, ეს მავთულები კი კოლბებზეა შეერთებული, თითოეულ კოლბაში არის სითხე და აწერია მისი შემცველობა. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, ეს ადამიანი გეუბნება რა არის მავნებელი შენი ორგანიზმისთვის.

- რა არის მავნებელი თქვენი ორგანიზმისთვის?

- ისეთი რაღაცეები აღმოჩნდა მავნებელი ჩემი ორგანიზმისთვის, გაოგნებული დავრჩი. ეს არც სისხლის ჯგუფში ჩანდა. ვაშლი, პომიდორი, მარცვლეული და რძის პროდუქტები, ეს პროდუქტები თურმე ანელებს ჩემს მეტაბოლიზმს. ამიტომ ბიოენერგეტიკოსმა მირჩია 5-6 თვე, ეს პროდუქტები ამოვიღო მენიუდან.

- რომელი პროდუქტის დათმობა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
- ვაშლიც მიყვარს, ბრინჯიც და რძის პროდუქტებიც, მართალია გამიჭირდა რაციონიდან ამ პროდუქტების ამოღება, მაგრამ როგორც კი ეს დავიწყე, ნელნელა ორგანიზმმა დნობა დაიწყო. ვარჯიშიც დავიწყე, მართალია ვაკეთებ პრესის ვარჯიშს, მაგრამ მომღერალი ვარ, ყოველ კუნთს და პრესის ადგილს მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, შესაძლოა ამან სიმღერაზეც მოახდინოს გავლენა, ამიტომ დოზირებულად ვვარჯიშობ - სამ დღეში ერთხელ. რძის პროდუქტები, შაქარი და ცომეული არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის, ამბობენ რომ ეს არის კალცის საბადო, მაგრამ თურმე მხოლოდ 4 წლამდე სჭირდება ადამიანს რძის პროდუქტები, შემდეგ ეს პროდუქტები ლორწოს სახით ილექება ადამიანის ორგანიზმში. ღმერთმა ყველას აშოროს და ეს ლორწო კვებავს სიმსივნურ მეტასტაზებს. ამიტომ თუ არ გავეკარებით რძის პროდუქტებს კარგი იქნება, ასევე სასურველია შაქარი და ცომეული ამოიღოთ რაციონიდან.

- როგორია ამჯერად თქვენი დღის რაციონი?
- სამი დღე საზამთროს დიეტაზე ვიყავი. ამან გაწმინდა და დაადნო ორგანიზმი. რაც ლამაზად აისახა გარეგნობაზე. ახლა უკვე ყოველ დილით მივირთმევ სოიოს რძეში მომზადებულ შვრიის ფაფას, არ მივირთმევ ტკბილეულს, ცომეულს და შემწვარ საკვებს და რეკორდულად მცირე დროში დავიკელი 5 კილოგრამი. ყველაზე მეტად ყველთან განშორება მიწევს, მაგრამ იმედი მაქვს ცოტ-ცოტას მაინც მივირთმევ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანა
რძის პროდუქტებზე იესეთი სისულელე დაწერა რა ვთქვა არვიცი. ამ ამბავმა გამახსენა: ერთი ნაცნობი ამბობდა, ექიმმა გაგვაფრთხილა სოფლის ქათამი არ აჭამოთ ბავშვს რაღაც მავნეს შეიცავს და ნაყიდი აჭამეთო. აი ასეთ ,, ექიმს,, პანღურს ამოვარტყავდი დიდი სიამოვნებით.
10:20 / 17-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მარი
და უკაცრავად რას ჭამ??? რძის პროდუქტებზე მარგებელი რაა ნეტა?! სოიო ჭამე შენ, ეგ ძაან არაგენმოდიფიცირებული და ნატურალურია... ზუსტად სოიოს არ უნდა გაეკარო არასდროს თუ სიცოცხლე გინდა
17:35 / 11-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS