06 ოქტომბერი, 2017
”ორივეს 7-7 დედმამიშვილი ჰყავს” - დიმიტრი ლორთქიფანიძემ უფროსი ქალიშვილი გაათხოვა
ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორც ცნობილია, 8 შვილის მამაა. სულ ახლახან მან უფროსი ქალიშვილი - ელენე გაათხოვა. როგორც გაირკვა, ელენესავით მისი საქმროს ოჯახიც 8-შვილიანია.

”ელენეს და სანდროს ბედნერების დღე! ჯვრისწერამდე ერთი საათით ადრე მისმა უწმინდესობამ დალოცა და აკურთხა ახლადშექმნილი ოჯახი! ორივეს ხომ შვიდ - შვიდი დედმამიშვილი ჰყავს!) ღმერთმა დაგლოცოთ!”
- დაწერა ბატონმა დიმიტრიმ.

აღსანიშნავია, რომ წყვილმა ცოტა ხნით ადრე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. საქმე ისაა, რომ სანდრო მერკვილიშვილი მორაგბეა და საცოლეს ხელი სწორედ რაგბის მოედანზე
სთხოვა, ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე...


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზეინაბი
ღმერთმა აბედნიეროთ და ამრავლოთ
11:39 / 17-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS