- რა ხდება კარიერაში ? ინსტაგრამზე ფანტასტიკური ზაფხულის ფოტოები ვნახეთ, რა სახის ფოტოსესია იყო?
- იცი რა ყოველთვის უბრალო ფოტოსესიები მაქვს. რატომღაც ამ ბოლო დროს ჟურნალებში და მსგავს ადგილებში აღარ მიწვევენ.
არ ვიცი რატომ ? მაგრამ
ეს იქნება ფიტნესი თუ ფოტოსესია, რაც მე ასეთ ბედნიერებას მანიჭებს .კიდევ არის ჩემი ჰობი მოგზაურობა და ვაპირებ ძალიან ბევრი საინტერესო , რაღაც პოსტი დავდო მოგზაურობაზე.
წინასწარ არჩეული მაქვს ლოკაციებიც, სადაც ვიმოგზუარებ და პოსტებს დავწერ.
- წიგნის დაწერას ხომ არ გეგმავ?
- ძალიან მინდა, რომ ბლოგი გავაკეთო. მაგრამ მეზარება, იმიტომ რომ ინსტაგრამზე იმდენად მიჩვეული ვარ და დიდი ინტერაქტივი მაქვს , რომ რაღაც ზედმეტი მგონია.
თუმცა, რა ვიცი ყველანაირი ტექნიკა მზად მაქვს და შეიძლება გავაკეთო კიდეც. თან ფოტოების გადაღებაც მიყვარს.
მე თვითონ ვიღებ კარგად და შეიძლება ეს ყველაფერი ერთად შევაზავო.
- რა ხდება პირადში, დაოჯახებას ხომ არ აპირებ?
- არა (იცინის). მე მყავს არაჩვეულებრივი შვილი, რომელთან ერთადაც მინდა, რომ ყველაფერი გავაკეთო. ე.ი დამოუკიდებლად მარტო, როგორც ყოველთვის. ისეთი რადიკალური გეგმები არ მაქვს.