- პირველად რამ გიბიძგა ფანქრის მომარჯვებისა და დახატვისკენ?
- სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ხატვა ბავშვობიდან დავიწყე.
- ახლა თუ გაქვს ინსპირაციის წყარო?
- ჩემი საყვარელი
ამ ნახატში ავსახე ჩემი თავი სადაც სინათლისკენ მივისწრაფი. დამოუკიდებელი ცხოვრება ადამიანს აძლევს უდიდეს გამოცდილებას, საკუთარი თავის რწმენას. ბედნიერებაა აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს. უნდა გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და უსმინო გულს, ასე იპოვი თავისუფლებას.
სწორედ ესაა ამ ნახატის და ჩემი მთავარი სათქმელი.

- ინტერიერის დიზაინი საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. შენ როგორ დაინტერესდი ამ დარგით?
- ინტერიერის დიზაინი ყოველთვის მომწონდა, საქართველოში რამდენიმე ბინის დიზაინი გავაკეთე, გამოცდილება მივიღე და ვცდილობდი, რაიმე უცხო და მოდური შემექმნა. მინდოდა ყველაფრის ზუსტად გათვლის უნარები გამომემუშავებინა და გადავწყვიტე ინტერიერის დიზაინზე ჩამებარებინა, მაგრამ საკუთარი გეგმები მაშინაც მქონდა.
- ალბათ, ამერიკას გულისხმობ...
- დიახ... თუმცა, რეალურად ყველაფერი ისე მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც შორიდან ჩანს. ემიგრაციაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. მით უმეტეს, ნიუიორკში, ამისთვის უნდა მემუშავა და პირველად რაც თავში მომივიდა იყო ავეჯის გადაზიდვის სერვისი. მუშაობის პროცესში სრულიად ორიენტირებული ვიყავი Kinghsborough College-ში ჩამებარებინა. ეს იყო ჩემი მიზანი და მე ეს შევძელი.
- ახლა რითი ხარ დაკავებული?
- სწავლის პარალელურად ვმუშაობ Time Square -ზე სპრეით ვხატავ New York-ის პეიზაჟებს.
პორტრეტების ხატვით დავიწყე, თუმცა მალევე მივხვდი, სპრეით ხატვა უფრო მიზიდავდა. თავიდან ხალხთან ურთიერთობა გამიჭირდა, მაგრამ მალევე ავუღე ალღო და ახლა უკვე მსიამოვნებს, როცა ჩემ ირგვლივ შემოკრებილ ხალხს ვუყურებ, რომლებიც ვიდეოებსაც მიღებენ, ხატვის პროცესს აკვირდებიან და შედეგით გაოცებულები გაფართოებული თვალებით მიყურებენ.
ხატვის ხანგრძლივობა 5 წუთიდან 3 წუთამდე დავიყვანე, ტექნიკა გავაუმჯობესე და მეტი ნახატი მეყიდება, ხშირად სავიზიტო ბარათს მთხოვენ. მიხარია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩემი ნახატებით კედლებს ამშვენებენ.
გარდა ჩემი საქმიანობისა ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ჩემს ობიექტივში მოხვდნენ ცნობილი მოდელები და მსახიობები. ვმუშაობ NYFW -სთვის. სწავლის დასრულების შემდეგ ინტერიერის დიზაინზე ვაპირებ მუშაობას. ეს უკვე სხვა გამოწვევების წინაშე დამაყენებს, რისთვისაც თავდაუზოგავად ვიმუშავებ.
მემი მემორი