- დედა საკმაოდ პატარა ასაკში გავხდი. შეიძლება ითქვას, რომ მე და ჩემი უფროსი შვილი ერთად გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა. ვგრძნობდი,
- როდესმე დაგიჩივლიათ დედობა რატომ ვიჩქარეო?
- არასოდეს! პირიქით, ღმერთს ყოველთვის მადლობას ვწირავ ასეთი კარგი შვილები რომ მაჩუქა და კარგი დედობით დამაჯილდოვა. პირველ რიგში ცხოვრებას ჩემი ოჯახი, შვილები მივსებს და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი. არ არსებობს ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება!
- ბავშვებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა...
- დიახ! უცხოეთში ვმუშაობდი, ძალიან აქტიურად ვიყავი დატვირთული, ბევრს ვმოგზაურობდი. ამიტომ რაღაცნაირად გარკვეული დროით გადავდე მეორე ბავშვის გაჩენა. თუმცა მეორე ბავშვიც უცხოური პარამეტრებით ახალგაზრდა ასაკში შემეძინა - 28 წლის ვიყავი. პირველ და მეორე შვილს შორის 9 წელია სხვაობა. როდესაც უკვე მეორე გამიჩნდა, ისეთ ასაკში ვიყავი, კიდევ უფრო გამიმძაფრდა დედობის გრძნობა და სიყვარული. იმდენად "შევიშალე", რომ გადავწყვიტე მესამეც გამეჩინა.
იხილეთ ვრცლად: