- ექსკლუზიურად გაგიმხელთ რომ ჩვენს ცხოვრებაში სიახლეა. დედობისთვის ვემზადები, უკვე 5 თვის ორსული ვარ. აქამდე ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდი, ორსულობის პირველი სამი თვე ძალიან რთული მქონდა, რადგან ტონუსი მქონდა მომატებული, სულ გაღიზიანებული ვიყავი, ამიტომ არ მინდოდა ამ
- რა რეაქცია გქონდა როცა პირველად გაიგეთ ორსულობის შესახებ?
- მე აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ, სალონი, ვარჯიში, მასაჟი, ერთ დღეს რაღაც უცნაურად ვიგრზენი თავი, აფთიაქში ზუსტად 45 ტესტი ვიყიდე და გავიკეთე, სუყველა გაწითლდა ორ ხაზზე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, ჯერ არ მაქვს გაცნობიერებული ჩემი თავი დედის ამპლუაში ბოლომდე, მაგრამ ეს არის წარმოუდგენლად დიდი სიხარული, რომელიც შეიძლება ქალის ცხოვრებაში გაჩნდეს. პირველად ჩემს საქმროს დავურეკე ამერიკაში, ვუთხარი რომ შვილი გვეყოლება და ისე გაეხარდა ორ დღეში დაბრუნდა საქართველოში.
- ვინ გეხმარებათ?
- იცით რომ დავინიშნე. ჩემი საქმრო ხშირად ჩამოდის საქართველოში. ჩემმა ორსულობამ დააჩქარა ჩვენი ნიშნობაც. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ბავშვი ამერიკაში დაბადებულიყო, მაგრამ ამერიკა ჯერ მაინც უცხო ქვეყანაა ჩემთვის, ამიტომ მირჩევნია ამ საპასუხისმგებლო მომენტში ჩემი ოჯახის გვერდით ვიყო. ძალიან ბევრს ვსეირნობ, ვკითხულობ ყველანაირ ლიტერატურას ბავშვის მოვლაზე და ორსულობაზე, ჯანსაღად ვიკვებები და ვცდილობ ჩემს პატარას აქედანვე არ მოაკლდეს ყურადღება. იმიტომ რომ ბავშვს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდეს, ამის გამო იქ ნამდვილად ვერ წავიდოდი. როცა დაიბადება ხშირად ჩავალთ ამერიკაშიც და მოსკოვშიც, სადაც ჩემს საქმროს ბიზნესები აქვს.
- მშვენიერ ფორმაში ხართ, როგორ ინარჩუნებთ წონას?
- ჯერ მხოლოდ 4 კილოგრამი მოვიმატე, რაც ფიზიკური აქტივობის და სწორი კვების დამსახურებაა. მასაჟებზეც დავდივარ. l'OFFICIALE-თვის მქონდა გადაღება დაგეგმილი, მაგრამ ჯიგრები აღმოჩნდნენ და როცა გავიგე რომ ორსულად ვარ, გადაღება აპრილში გადავიტანეთ.
- როდის ელოდებით პატარას?
- პატარას ველოდები იანვრის ბოლოს. ახალი სახლი შევიძინეთ, რომელსაც ვარემონტებთ და ბავშვის ოთახს ვაწყობთ. უკვე წარმომიდგენია როგორი იქნება ჩვენი შვილი და ჩვენი ფიქრები მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს. როცა ბავშვი გაჩნდება, ძველებურად დავუბრუნდები ჩემს სამოდელო კარიერას და ბედნიერი ოჯახი გვექნება.
