19 სექტემბერი, 2017
ვინ მიიღო პლანეტის საუკეთესო ქალის და მამაკაცის ტიტული?
11-16 სექტემბერს ბათუმში “მისტერ და მისის პლანეტა 2017” გაიმართა, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს 44 “მისტერი” და “მისი” ეჯიბრებოდა.

6 დღის განმავლობაში მათ არაერთ შოუსა და საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. კონკურსში საქართველოს ლიზი წიგნაძე და ზურა წილოსანი წარადგენდნენ. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით “მისტერ პლანეტის” ტიტული სწორედ მას ერგო წილად.

”მის პლანეტის” გვირგვინი კი პორტუგალიელ კამილა ვიტორინოს გადაეცა. კონკურსის დეტალების შესახებ ჟურნალ “რეიტინგს” ფესტივალის ორგანიზატორი ეკა მგალობლიშვილი ესაუბრა.

- როგორ დაიგეგმა კონკურსი?

- ფესტივალს “მისტერ და მისის პალენეტა” საქართველომ
მეორედ უმასპინძლა. მანამადე კი, 2015 წლის მოლაპარაკების მიხედვით, რომელიც ჩემსა და ბულგარეთის სამოდელო სააგენტო “ინტერსაუნის” ხელმძღვანელ ირინა პაპაზოვას შორის წარიმართა, “მის პლანეტა 2015” საქართველოში ჩატარდა. მაშინ ჩვენს ქვეყანას თავიანთ ქვეყანაში გამარჯვებული გოგონები საერთაშორის ჟიურის თანხლებით ესტუმრნენ და ფინალი ფილარმონიაში გაიმართა. გაიმარჯვა საქართველოს წარმომადგენელმა.
2016 წელს მე შევიძინე “მისტერ პლანეტის” მსოფლიო ლიცენზია, რის შემდეგაც მე და ირინამ “მისტერ პლანეტა”და “მისის პლანეტა” გავაერთიანეთ და “მისტერ და მისის პლანეტის” ფინალი ბათუმში ჩატარდა, სადაც უკვე 38 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

2017 წელს მსოფლიო ფინალი ისევ საქართველოში დაიგეგმა. 11 სექტემბერს 26 ქვეყნის 44 წარმომადგენელი გვესტუმრა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ტური, ტალანტ შოუ, საცურაო აუზების ტური, დასუფთავების აქცია, ვესტუმრეთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსაც. რომელთაც უამრავი საჩუქარი გადავეცით.

16 სექტემბერს ფინალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის მერიას.

Rating

- რა კრიტერიუმებით შეირჩნენ კონკურსის მონაწილეები?

- ფესტივალში მონაწილეობა 18-დან 28 წლის ჩათვლით გოგონებსა და ვაჟებს შეუძლიათ. კონკურსანტი უნდა ფლობდეს ტალანტს ან პროფესიონალი მოდელი უნდა იყოს. კონკურსი აბსოლუტურად გამჭვირვალედ იმართება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან ჟიურის წევრების უპრეცედენტო რაოდენობა გვყავს.

- “მისტერ პლანეტა” საქართველო გახდა. რამდენად მარტივად მიიღო ჟიურიმ ეს გადაწყვეტილება?
- ძალიან მომეწონა სერბეთის წარმოამდგენელი. იყო საუბარი თუ რომელი გამხდარიყო გამარჯვებული, სერბეთი თუ საქართველო. სანამ ჟიურიმ გადაწყვეტილების მიღების მიზნით დარბაზი დატოვა, მე როგორც წამყვანმა მაყურებლების გამოკითხვა გავაკეთე. კითხვას თუ ვინ უნდა გამხდარიყო „მისტერ პლანეტა“, ხალხმა საქართველოს წარმომადგენელს ერთხმად დაუჭირა მხარი.
Rating

- თქვენ როგორ შეაფასებდით კონკურს?

- იყო მცირე პრობლემები. საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რაც მთავარი 17 სექტემბერს ყველა კმაყოფილი დაბრუნდა სამშობლოში. მათ ჩვენ დაუვიწყარი დღეები ვაჩუქეთ. კონკურსები, რომელთაც მე ვატარებ, ერთ მიზანს ემსახურება – მინდა ჩემი ქვეყნის სახელი, მისი ღირსშენიშნაობები და კულტურა მსოფლიოს გავაცნო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბოლო საღამო ქართული ხალხური ცეკვებით დაწყებულიყო და მონაწილეებიც მაყურებლის წინაშე ეროვნული სამოსით წარმდგარიყვნენ.
ის რომ მსოფლიოს ამდენი წარმომადგენელი სტუმრობს საქართველოს, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის პოპულარობაზე.

მემი მემორი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS