- ანასტასია წელს პირველ კლასში კი მიდის, მაგრამ ამ შემთხვევაში სკოლის შერჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. არჩევანი, რასაკვირველია, იმ სკოლაზე შევაჩერე, სადაც მაშო დადის. მაშო უკვე მეოთხე კლასშია, ანასტასია შარშან პრესქულში შევიყვანე და გარემო მისთვის
ბაქსვუდის სკოლა სხვადასხვა კრიტერიუმის გამო შევარჩიე, უპირველესი იყო გარემო, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და მოხარული ვარ, რომ სასიამოვნო გარემოში უწევთ ჩემს შვილებს ყოფნა.
გარდა ამისა, მასწავლებლებს ლოიალური დამოკიდებულბა აქვთ ბავშვების მიმართ, ესაუბრებიან სხვადასხვა თემაზე, კარგი კომუნიკაცია აქვთ მშობლებთან და ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. მაშო ბედნიერი და კმაყოფილია ამ სკოლით, იმედია, ტასოც ასევე იქნება.
მაშო უფრო დამოუკიდებელი ადამიანია ანასტასიასთან შედარებით და ნაკლებად ვნერვიულობდი მასზე, ანასტასიაზე უფრო ვღელავ, როგორ შეეგუება სკოლას, რომელიც აღარ ჰგავს ბაღს, შეიძლება ჩარჩოებში მოქცევა გაუჭირდეს, მაგრამ მამშვიდებს ის, რომ მისთვის უკვე ნაცნობ გარემოში მიდის, თან მისი ბაღის მეგობრებიდან, რამდენიმე მისი კლასელიც იქნება.
განაგრძეთ კითხვა: