- ამ ბინაში დროებით ვარ... თუმცა სადაც არ უნდა ვიყო, ნებისმიერ სახლში ერთი დღითაც რომ გავჩერდე, ყოველთვის ისე ვაწყობ, ლამაზი რომ იყოს... სილამაზე აუცილებელია და სასტუმროს ნომერს როცა ავიღებ, ესთეტიურ მხარეს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ. გაცილებით მნიშვნელოვანია ლამაზი იყოს,
- ყოველთვის გემოვნებით და განსხვავებულად იმოსებით... ბინასაც ეტყობა სრულიად განსხვავებული სტილი...
- დიდი მადლობა! ჩაცმულობა ინტერიერთან ალბათ არაფერ შუაშია... რაც შეეხება ბინას, არ ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა იყოს ფერების შეხამება. მიყვარს ეკლექტიკა... განსაკუთრებით მიყვარს ძველი ნივთები. ყოველთვის მირჩევნია ძველ, კლასიკურ სტილში მოწყობილი სახლი. იტალიური სახლები რომ არის, უფრო ასეთები მიზიდავს. ნივთები რომლებსაც ისტორია აქვთ და არ არის სტანდარტული, სერიული ნივთი.
- ხშირად გიყვართ განახლება?
- ამის დრო არ მაქვს! მაქვს კიდევ ასეთი ჩვევა, რომ დალაგებულ და ზედმეტად მოწესრიგებულ სახლში ვერ ვცხოვრობ, სადაც ყველაფერს თავის ადგილი აქვს!
- თუ გაქვთ ყვავილების ბაღი?
- ბაღი არ მაქვს, მაგრამ ტერასა მაქვს და იქ არის ყვავილები... რასაკვირველია, ყვავილები ძალიან მიყვარს!
იხილეთ ბასა ფოცხიშვილის სახლის ფოტოები: