13 სექტემბერი, 2017
მზია ორველაშვილი თხოვდება
სპორტულ-სამეჯლისო მოცეკვავემ, მზია ორველაშვილმა, ქალური ბედნიერება დაიბრუნა. ბოლო წლებში მის პირადში ბევრი უსიამოვნო რამ მოხდა, მისთვის ძვირფასმა ადამიანებმა გული ძალიან ატკინეს. ახლა კი მის თვალებში ისევ სიხარულის სხივებია - მოცეკვავე შეყვარებულია. მისი რჩეული ტატო ხანთაძე გახლავთ.

ტატოც მოცეკვავეა, ოღონდ ქართულ ცეკვებს ასრულებს. ის "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" ანსამბლის სოლისტია. ერთმანეთი უნივერსიტეტის დარბაზში გაიცნეს. როგორ დაიწყო და განვითარდა ეს ურთიერთობა, რომლისგანაც წყვილი დიდ ბედნიერებას ელოდება, ამის შესახებ მზიამ და ტატომ პირველად "სარკეს" გაუმხილეს.

ტატო: მზიკო რამდენიმე თვის
წინ, აპრილში გავიცანი. "საქართველოს უნივერსიტეტის" ანსამბლის დარბაზში ვარჯიშობდა, რადგან მისი სტუდიის დარბაზი პროექტის ("ცეკვავენ ვარსკვლავები". ავტ.). მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული. ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩემთვის რაღაცის თქმა უნდოდა, ტაშის შემოკვრით დამიძახა, რადგან სახელი არ იცოდა. ამ დღეს გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით.

მზია: ისეთი უახლოესი მეგობრები ვიყავით, ვერც წარმოვიდგენდი, ურთიერთობა სხვა ეტაპზე თუ გადავიდოდა. ჩვენს მეგობრებს კი ყოველთვის ჰქონდათ ეჭვი, რომ ერთმანეთი მოგვწონდა.

-რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენ შორის ეს "გაურკვევლობა"?
ტატო: ივნისში მზიკო ქობულეთში ისვენებდა. მინდოდა, გამეხარებინა და მისი შვილის ნათლიის ძმას, რომელიც ჩვენი მეგობარია, ვუთხარი, ქობულეთში წავსულიყავით. მზიკოს ღამის 11 საათზე ველაპარაკე და დილის 5 საათზე ქობულეთში დავადექი თავზე. სრული ისტერიკა დაემართა.

მზია: ორ დღეში ბათუმში გადავინაცვლეთ, რადგან იქ საქმიანი შეხვედრები გვქონდა. ბათუმშიც სულ ერთად დავდიოდით. რაღაცას კი ვგრძნობდი, მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, თუ მამაკაცმა არ გადმოდგა პირველი ნაბიჯი, მე რომ სიგიჟემდე მიყვარდეს, არ ვეტყვი.

ტატო: ერთ დღეს მე, მზიკო და მისი მეგობარი სანაპიროზე ვიყავით. მზიკო ცოტა ხნით გავიდა და ამ დროს მისმა მეგობარმა მკითხა, რას ვგრძნობდი მზიკოს მიმართ. ვუთხარი, მიყვარს, მაგრამ როგორც მეგობარი-მეთქი.


შემდეგ მე მომიწია გასვლა და უკან რომ დავბრუნდი, მზიკოსგან დიდი სიცივე ვიგრძენი. როგორც მივხვდი, მისმა მეგობარმა არასწორად უთხრა, რომ მის მიმართ გრძნობები მქონდა და ამის გამო გაბრაზდა

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
*****
მალე ამ ბიჭსაც დაშორდება.
18:25 / 17-04-2018
გამოხმაურება / 0 /
მაგარია!
აუ, რა გოგოაა!.. ფოტოთი შეგიყვარდება კაცს!..
21:30 / 14-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS