13 სექტემბერი, 2017
"100 დოლარი უნდა ამეღო და გადამაგდეს" - ვინ მოატყუა ნუცა ბუზალაძე
თურმე, ნუცა ბუზალაძეს, რომელმაც კარიერულ წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწია, კუთვნილი პირველი ჰონორარი არ მისცეს - დღეს ამ ამბავს ღიმილით იხსენებს... ნუცას სხვა "პირველი ამბების" გახსენებაც ვთხოვეთ...


- გაიხსენე პირველი არდადეგები, რომელიც მშობლებისგან დამოუკიდებლად გაატარე...
- ჩემს მეგობრებთან ერთად თურქეთში, ქემერში ვიყავი. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემთან ერთად, ჩემი არც ერთი ნათესავი არ იმყოფებოდა. სხვათა შორის, ძალიან გავერთე. დაახლოებით 10 მეგობარი ვისვენებდით...

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება ცხოვრებაში...
- როცა 16 წლისამ დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტე.
მივხვდი, ეს მინდოდა და არავის დახმარება არ მჭირდებოდა. მარტივი არ არის, მაგრამ ასე უფრო მომწონს. მიმაჩნია, რომ მაშინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამას არც ერთი წამით არ ვნანობ.

- პირველი სიმღერა...
- პირველი სიმღერა, რაც წავიღიღინე, რომელი იყო, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ პირველად როცა ვიმღერე, ზუსტად 1 წლის ვიყავი.

- პირველი ჰონორარი...
- 13 წლის ასაკში უნდა ამეღო (ზუსტად 100 დოლარი), მაგრამ "გადამაგდეს" - არ მომცეს. რაღაც პრივატ საღამო იყო, მგონი - უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავი. საღამო ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა...


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS