- შენმა იმიჯმა ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა, ყოველთვის უნიკალური სტილი გქონდა. გეხმარება ვინმე სთაილინგში? რა სტილს ანიჭებ უპირატესობას ამ ეტაპზე?
- ზოგჯერ, როდესაც სცენაზე გამოსვლა მიწევს, მეგობარი - თიკო კვინიკაძე მეხმარება. ის ძალიან წარმატებული კინოს მხატვარი და ბევრი ქართული ფილმის კოსტიუმების ავტორია. მისი სტილი ძალიან მომწონს, ჩემთან ძალიან ახლოსაა.
- ვინ არიან შენი ინფლუენცე-ები? რა ფაქტორებმა განაპირობა შენი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბება?
- ბავშვობაში ბევრი წელი ბალეტს დავუთმე, რომელსაც თანამედროვე, Grunge-ის სტილის მუსიკამ მომაშორა, მათ შორის -Nirvana-მ, ელექტრონიკის მიმდინარეობებმა - Underworld-mმა, The Prodigy-მ... ბავშვის ტვინში ერთგვარი რევოლუცია მოხდა, უამრავი სხვა ფაქტორი დაემატა და მივხვდი, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ახალი ინფორმაცია მივიღე, შინაგანად შევიცვალე. შეიძლება ყოველდღე შოპენს, ბახს, ვივალდის ან სტრავინსკის უსმენდე, მაგრამ როდესაც შენს ცნობიერებაში თანამედროვე ბგერა შემოდის, ძალიან საინტერესო პროცესებს განაპირობებს.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რას უსმენს ადამიანი თინეიჯერობის ასაკში, იმ დროს ყალიბდება სწორედ ადამიანის გემოვნება, თითქოს პლასტელინისგან გძერწავენ. ამიტომაც, ჩემში ძალიან ჭარბად არის ელექტრონული ბგერები, მაგალითად - არასოდეს მბეზრდება ალბომი "სირო", ჩემი კლასიკაც უკვე ეს არის.
- დღეს მთელი მსოფლიოს არტისტებში ალტერ ეგოების კულტურა გავრცელდა. რა დატვირთვა აქვს მას, სცენაზე თავდაცვას ემსახურება თუ პირადი სივრცის შენარჩუნებას? ჩვენთან ხომ, რატომღაც, აღიქვამენ, რომ მუსიკოსი ისეთივეა რეალურ ცხოვრებაში, როგორიც სცენაზე...
- თუ სცენაზე არტისტის რაიმე სახით გარდასახვა არ ხდება, მაშინ ის არტისტი არ არის... როდესაც სცენაზე ადიხარ, ყველას "კიდია", როგორი ხარ სინამდვილეში განაგრძეთ კითხვა: