07 სექტემბერი, 2017
ქართველი მოდელი, გერმანული გამოცემის ფურცლებზე მოხვდა - გაიცანით პიტო სეთურიძე
სმარტფონებისა და ინსტაგრამის ეპოქაში დაფასებულია ნიჭიერი ადამიანების საინტერესო ხედვა და კრეატიული იდეები.
სოციალური მედია საუკეთესო პლატფორმაა ნებისმიერი წამოწყების წარმატების განსასაზღვრად. მთავარია, პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელს შესთავაზებ, მნიშვნელობა არ აქვს, მაისურის პრინტი იქნება, აქსესუარი თუ უბრალოდ ილუსტრაცია. თუ გეზი სიახლისკენ გექნება და ძველს არ ჩაებღაუჭები, აუცილებლად გეყოლება მომხმარებელიც, წარმოებული პროდუქტი კი ტენდენციური გახდება. სწორედ ამ მომენტში გააცნობიერებ კრეატივისა და ბიზნესის მათრობელ სინთეზს, რომელიც აუცილებლად იქნება საკუთარი თავის განვით
არების მყარი საფუძველი.

პიტო სეთურიძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არ აქვთ სიახლის შიში და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა ადვილად შეუძლიათ. თბილისის სამხატვრო აკადამიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობს პროდუცტ დესიგნ-ისა და თატტოო-ს ხელოვნების მიმართულებით. ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ, რომ მისი ნებისმიერი ნამუშევარი გამორჩეულია თემატიკითა და ფერებით. პიტოს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს ინსპირაციას. მისი ყურადღება შეიძლება უმნიშვნელო დეტალმაც კი მიიპყროს და შთაგონების წყაროდაც იქცეს. შეუმჩნეველი არც იმიჯი დაგრჩებათ, რომლის ნიშაც სხვადასხვა სტილიზებური მიმართულების გემოვნებიან ინტერპრეტაციაში მდგომარეობს, შესაბამისად ხშირად ხდება მსოფლიო მედიის ინტერესის ობიექტი.

დათა ალექსეევი


ბოლოს, პიტოს შემოქმედებით ერთ-ერთი გავლენიანი გერმანული ჟურნალი „Zeit Campus" დაინტერესდა და ვრცლად მოუთხრო ფართო აუდიტორიას მისი ცხოვრების შესახებ.

დღეს ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე გემოვნებიანი ქართველი ჩემი ბლოგის სტუმარია.

- როგორია პიტო სეთურიძის ცხოვრების სტილი?

- ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობა და საქმე, რომელსაც ვემსახურები. კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის ჩემი გრაფიკი ზომაზე მეტად არის გადატვირთული, თუმცა ამით კმაყოფილი ვარ. მოგზაურობისას მიყვარს სხვადასხვა კულტურის აღმოჩენა და შეცნობა, ასევე ახალი ადამიანები და მათთან კომუნიკაცია.

- ეს მოგზაურობის მთავარი პლუსია და ამ ყველაფერს თუ გართობაც ემატება - ორმაგი სიამოვნება.

- ჩემი ცხოვრების სტილი მჭიდრო კავშირშია ხელოვნებასა და მოდასთან. მიყვარს ჩაცმა, გემოვნებიანი ადამიანები, საინტერესო საგნები ნებისმიერ რაკურსში, ავეჯიდან დაწყებული აქსესუარებით დამთავრებული. შესაბამისად, ვცდილობ, მაქსიმალურად ისეთი ვიყო, როგორიც მესახება საკუთარი თავი.

- რა როლს თამაშობს მოგზაურობა შენს შემოქმედებაში?

- ინსპირაციის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მხარეები აქვს მოგზაურობას და მნიშვნელოვან როლსაც თამაშობს. ბოლოს მიკონოსის კუნძულზე ვიყავი და შთაბეჭდილებით დატვირთული დავბრუნდი. თითოეულ ქვეყანას, ქალაქსა თუ რეგიონს, განსაკუთრებული ესთეტიკა აქვს, როგორც არქიტექტურის, ისე ადამიანთა ცხოვრების თვალსაზრისითაც. მოგზაურობისას უამრავ ადამიანთან გაქვს შეხება, სხვადასხვა ერის ეთნოკულტურა კი, შესაძლებელია, შთაგონების წყარო გახდეს.

ჩემს გარდერობში აზიური სტილის სამოსი და აქსესუარები ჭარბობს. ჩაცმაში მნიშვნელოვანია, როგორ წარმოადგენ ერთმანეთისგან განსხვავებული სამოსის ინტერპრეტაციებს, რაც დაგეხმარება სიახლის შექმნაში და ეს „მიქსი“ ინდივიდუალიზმის იარლიყიც შეიძლება გახდეს.

იხილეთ ვრცლად:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS