სახელი და გვარი: მერსი სულხანიშვილი
ჰოროსკოპი: თევზები (მორიელის დიდი გავლენით). 24 თებერვალს მაქვს დაბადების დღე, თევზები ვარ მაგრამ პირადი რუკა რომ შემიდგინა ასტროლოგმა, აღმოჩნდა, რომ მორიელი სჭარბობს ჩემში.
საყვარელი ფერი: მიჭირს კონკრეტულად გამოვარჩიო, ჩემს გარდერობში ზოგადად ძალიან ბევრი ფერი შეიძლება შეგხვდეთ,
ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, პირველი რასაც ვისურვებდი იქნებოდა დედამიწაზე ბოროტების ამოძირკვა და სიყვარულის დანერგვა, ვისურვებდი ყველას სახეზე დამენახოს ბედნიერი ღიმილი.
მე შემიძლია: ყველაფერი. შეუძლებელი რამ არ არსებობს, ზოგადად შეუძლებელს არასოდეს არავინ არ გთხოვს, ეს ცხოვრებისეული კანონზომიერებაა, შესაბამისად, მე, აი ამ მომენტში, ყველაფერი შემიძლია.
მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
მიყვარს ადამიანები.
მინდა დამიმახსოვრონ, ისეთი როგორიც ვარ.
წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი: სერვანტესის დონ კიხოტი.
საკუთარ თავში ყველაზე მეტად მომწონს: თვალები. ყველაფერი მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყველაზე მეტად თვალები.
არ ვიცი და მინდა ვიცოდე: ყველაფერი, იმის მიუხედავად, რომ ამავდროულად ვიტყოდი, რომ ყველაფრის ცოდნა არ არის კარგი.
ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: მანქანის გასაღები და საკრედიტო ბარათი.
მულტფილმის პერსონაჟი, რომ ვყოფილიყავი ვიქნებოდი: მინი მაუსი (იცინის).
დისნეის პრინცესა რომ ვყოფილიყავი: ვიქნებოდი ფიფქია.
საუკეთესო ადგილი შოპინგისთვის: პარიზი, მილანი და ნიუ იორკი.
ბავშვობის საყვარელი თამაში: წრეში ბურთი, ორ დროშობანა, დახუჭობანა და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ბამბიქტონი იყო.
ყველაზე ეგზოტიკური კერძი, რაც მიჭამია იყო: გველის ხორცით დამზადებული კერძი.
რომ მქონდეს არჩევანი მარტო გაღვიძებასა და სიმპატიურ უცნობთან ერთად გაღვიძებას შორის: რა თქმა უნდა, მარტო გაღვიძებას ავირჩევდი (იცინის).
ყველაზე მეტად მაცოფებს: უსამართლობა.
საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ: საკუთარ თავთან დაშვებულ შეცდომას.
ადგილი, სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ: სახლი, საკუთარი საწოლი.
რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში?!... არა, ნამდვილად ბედნიერი ვარ საქართველოში რომ დავიბადე.
წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი: ალბათ პრინცესა (იცინის).
ადამიანში ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ: პირველ რიგში, თავისთავად ვიზუალს, მაგრამ ამას ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შევყავართ ხოლმე, ამიტომ მანერებსა და ქცევას ვუკვირდები.
დღეს რომ ჩემი უკანასკნელი დღე იყოს: ვიქნებოდი ბედნიერი, არ მიყვარს ასეთ არასასიამოვნო თემებზე ფიქრი, ზოგადად მაგრამ ასე რომ იყოს, გავატარებდი დღეს ბედნიერად ჩემი ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
მერიემ კაკურიძე