13 დეკემბერი, 2013
სამარხვო საცივი თამრიკო ჭოხონელიძისგან
დაჭრილ თევზს ვერ ვჭამდი, ხორცს მაგონებდა, მეგობრები დამცინოდნენ, კუდი და თავი თუ არ უჩანდა, ისეთ თევზს არ ვჭამდი 30 წელია ხორცი არ უჭამია, 7 წლის განმავლობაში თევზიც კი ამოიღო რაციონიდან, მაგრამ ვეგეტარიანელობა დიასახლისობაში ხელს არ უშლის. ოჯახის წევრებისთვის ხორციან კერძებსაც ამზადებს. რამდენიმე ეფექტური დიეტა, გემრიელი კერძის რეცეპტი და სასარგებლო რჩევები მოგვცა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ.

- გურმანი ვარ, ოღონდ პრეტენზიული გურმანი, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 30 წელია, ვეგეტარიანელი ვარ. პირდაპირ გეტყვი, არანაირად არ განვიცდი ხორცის ნაკლებობას.
ტიპური ფსიქოლოგიური შემთხვევაა, ერთ დღეს გავიაზრე, რას ვჭამდი. ამ ყველაფერს წერტილი დაესვა სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ. ერთ წამში წარმოვიდგინე ის, რაც მერე საინფორმაციოებმა გადმოსცეს. მიწისძვრის დროს საშინელი სუნი მეცა, ვთქვი კიდეც სახლში. როგორც ჩანს, იმ ხორცის, რომელიც მერე ძალიან ცუდად ჩანდა ტელევიზორში.
- ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანის ხორცს არ ვჭამთ?!
- რა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი ხორცი ჩემთვის არაცოცხალია, ლეშია. 7 წლის განმავლობაში ხორცთან ერთად თევზიც ავიკრძალე. მაშინ მამაომ დამტუქსა, ნუ თვითნებობო. მაშინ დავიწყე თევზის ჭამა, ოღონდ ნაჭრებად დაჭრილ თევზს ვერ ვჭამდი, ხორცს მაგონებდა, მეგობრები დამცინოდნენ, კუდი და თავი თუ არ უჩანდა, ისეთ თევზს არ ვჭამდი.
- ვეგეტარიანელობა კერძების მომზადებაში ხელს არ გიშლით?
- არა. ჩემ გარდა ოჯახში არავინ არ არის ვეგეტარიანელი. ჩვეულებრივად ვაკეთებ ხორციან კერძებს, არ ვსინჯავ და თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის ზომიერად აქვს მარილიც და სიმწარეც. თვალი და ხელი მაქვს უკვე მიჩვეული.
- ზღვის პროდუქტებისგანაც ამზადებთ კერძებს?
- კი, ვგიჟდები, ისე მიყვარს მოლუსკები, კიბორჩხალა. ახლა გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ ზღვის პროდუქტები ლავაშში. აიღებთ მოლუსკებს, რვაფეხებს და მოხარშავთ. გადაწურავთ, დაასხამთ ზეთს, დააყრით წვრილად დაჭრილ ხახვს, დაჭყლეტილ ნიორს და ერთად მოშუშავთ. მერე დაასხამთ ერთ მთლიან პაკეტ მაიონეზს და წამოადუღებთ. დააყრით მარილს და შავ პილპილს. ცალკე ქაბაბის ლავაშზე დააფენთ 3-4 ფოთოლ სალათის ფურცელს, შუაში დადებთ გრძლად და თხლად დაჭრილ ცოცხალი და მჟავე კიტრის ნაჭრებს - თითო-თითოს, დავუმატებთ ჩვენ მიერ მომზადებულ ზღვის პროდუქტების მასას, გადავახვევთ და მალევე, ძალიან მაღალ ცეცხლზე შევწვავთ უზეთოდ ორივე მხრიდან.
- ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავთ?
- ბაყაყის ხორცი. ოღონდ მაშინ ჯერ კიდევ ვჭამდი ხორცს, უბრალოდ, არ ვიცოდი, რის ხორცს გეახლებოდით. ეს იყო გერმანიაში, ჩინურ რესტორანში. გემრიელი იყო, მაგრამ რომ მითხრეს, რა ვჭამე, გარეთ გავედი, ჰაერზე ვისეირნე, ოღონდ მართლა ჰაერზე ვისეირნე, სხვაგან არსად შევსულვარ (იღიმება).
- თამრიკო, თქვენი შვილი კოკო და მისი მეუღლე გვერდით სადარბაზოში ცხოვრობენ, ვიცი, რომ ხშირად ანებივრებთ გემრიელი კერძებით.…
- ზუსტად დღეს ვკითხე, რას მიირთმევ-მეთქი და შენი გაკეთებული ყაბაყის სუპი მომეწონაო, მითხრა. გასწავლით, ძალიან სასარგებლო და გემრიელია. 4 პატარა ზომის ყაბაყი გაფცქვენით და ძალიან წვრილად დაჭერით. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ოდნავ დაფაროს ყაბაყის მასა და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, წყალს რომ დაიშრობს, დაასხამთ ზეთს, ჩაყრით ერთ წვრილად დაჭრილ ხახვს და ერთად მოხრაკავთ. შემდეგ დაუმატებთ 2 კბილ ნიორს და ერთ გახეხილ სტაფილოს, წვრილად დაჭრილ 2 კარტოფილს, 3 სუფრის კოვზ ბრინჯს და 2 ლიტრ ადუღებულ წყალს. აქვე ერთი რჩევა ჩემგან დიასახლისებს, ნებისმიერი სახის ბოსტნეულს უმჯობესია, დავასხათ ადუღებული წყალი. ბოსტნეული კარგავს ყველა კეთილ თვისებას, როცა ცივი წყლიდან იწყება მისი დუღილი. ეს ექიმების, დიეტოლოგების რჩევაა, მე არ მომიგონია. …მოიხარშება თუ არა ბრინჯი, წვნიანიც მზად არის. დავაჭრით ძალიან ცოტა ქინძს, ოხრახუშს და უფრო მეტ კამას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით უხდება. მარილი გემოვნებით. ეს სუპი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ისრაელში ერთ-ერთმა პედიატრმა მითხრა, პირველი სუპი, რომელიც ბავშვს დედის რძის შემდეგ ეძლევა, არის ყაბაყის სუპიო.
- კიდევ რას გვასწავლით უფრო არაჯანსაღს და უფრო გემრიელს?
- თევზის მომზადებას გასწავლით გარნირთან ერთად. კალმახი, ორაგული ან რომელიმე კარგი თევზის უძვლო ნაჭრები საფანელში ამოვლებული შეწვით. ცალკე მზადდება გარნირი. ტკბილ კეტჩუპს ჩაასხამთ ქვაბში, დაასხამთ იმდენივე წყალს, რამდენიც არის კეტჩუპი და წამოადუღებთ. ცალკე გახსნით 2 სუფრის კოვზ ფქვილს წყალში და ნელ-ნელა ჩაუშვებთ მდუღარე კეტჩუპში. აქვე კიდევ ერთი რჩევა, როცა ფქვილი უნდა გაურიოთ ცხელ თხევად მასაში, ცივ წყალში გახსნამდე აუცილებლად შეურიეთ ფქვილს მარილი, ფქვილი აღარ დაიკუშტება დუღილის დროს.… ამგვარი მეთოდით ჩაუშვებთ ადუღებულ კეტჩუპში ფქვილს და ურევთ. ადუღებიდან 5 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღებთ, ჩაასხამთ მაიონეზს, შავ პილპილს და მარილს. წამოდუღდება და მზად არის. ბოლოს დიდ თეფშზე დააწყობთ შემწვარ თევზს, დააყრით მრგვლად დაჭრილ ხახვს და დაასხამთ მომზადებულ გარნირს, შემდეგ ისევ თევზი, ხახვი და გარნირი. ასე ფენა-ფენა გააგრძელებთ ბოლომდე და მიართმევთ სტუმრებს.
- თამრიკო, ვიცი, რომ გამუდმებით ებრძვით ზედმეტ კილოგრამებს, რომელიც მხოლოდ გურმანობის ბრალი არ არის, თქვენი გამოცდილებიდან რომელია ყველაზე ეფექტური დიეტა?
- ყველაზე ეფექტური არის საათობრივი და ზომიერი კვება. ჯობია, დღეში 4-ჯერ იკვებო, მაგრამ დოზირებულად. საღამოს 6 საათის შემდეგ არაფერი არ უნდა ჭამო, არც ვაშლი და არც სხვა რომელიმე ხილი. მხოლოდ წყალი. ამის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. 6-დან დილის 12 საათამდე 18-საათიანი შიმშილი გამოდის და ძალიან ეფექტურია.
- იმ ქალებს, რომელთაც სწრაფად უნდათ წონის დაკლება, რას ურჩევთ?
- ასე სწრაფად არასდროს დამიკლია წონაში. თუმცა კიდევ ერთი რჩევა შემიძლია მოგცეთ, რომელიც ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში გვირჩიეს ექიმებმა. კვირაში ერთი-ორი დღე უნდა მიიღო 5 გრეიპფრუტი და 5 ცალი მოხარშული კვერცხის ცილა. სულ ჭამ, თან არ გშია. დილის 9 საათიდან იწყებ. 9 საათზე - 1 ცალი გრეიპფრუტი, 10 საათზე - ერთი კვერცხის ცილა, 11-ზე გრეიპფრუტი, 12-ზე - კვერცხის ცილა და ასე აგრძელებ 6 საათამდე. საოცრად წვავს თურმე ცხიმებს. კიდევ ერთი მკაცრი დიეტა, ქილა მაწონში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა და 1 ჩაის კოვზი თაფლი. მთელი დღის განმავლობაში ამ ერთ ქილაზე ხარ. შეგიძლია, რამდენიმე დღე გააგრძელო, რამდენსაც შეძლებ. პარალელურად შეგიძლია მიირთვა უშაქრო ჩაი და ყავა. ეს 10 დღეც გამიკეთებია. ათ დღეში 10 კილოგრამი დავიკელი. ახლა აღარ გამომდის, გამიჯიქდა ფარისებრი ჯირკვალი და მეჩხუბება.
- თამრიკო, ახალი წელი გვიახლოვდება, რა რჩევა შეგიძლიათ მოგვცეთ საახალწლო კულინარიაში?
- ვინც მარხვით ხვდება შობას და საცივის გემო უნდა იგრძნოს, სამარხვო საცივს ვასწავლი. მოთუშავთ ხახვს ზეთში, დააბლენდერებთ, ერთ ჭიქა გატარებულ ნიგოზს დაასხამთ 2 ლიტრ წყალს და დადგამთ ცეცხლზე, დაუმატებთ ნიორს, დაბლენდერებულ მოხრაკულ ხახვს, ყვითელ ყვავილს, უცხო სუნელს და ხმელ ქინძს. შეგვიძლია ერთი კონა ქინძი ჩავახარშოთ, რომ გემო მისცეს და მერე ამოვიღოთ. ძმარს და ლიმონს მე საცივში არ ვასხამ. ესეც ექიმების რჩევაა. ნიგოზი და ძმარი ერთმანეთთან ისეთ რეაქციაში შედის, რომელიც დამღუპველია კუჭ-ნაწლავისთვის. თან უძმროდ მომზადებული კერძი უფრო ადვილად ინახება.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
ნინო
ვერ იტან ამ ქალს თავისი ვაზელინებით
14:30 / 29-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოოო
სიტყვა მარხვა იციტ რას ნიშნავს და საერტოდ რატომ იცავენ მარხვას?
16:23 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
ლელა და ბიბი ვაი თქვენს პატრონსსს
17:56 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ამ ქალზე სულ დამეკარგა შთაბეჭდილენ=ბა რაც ბიძინა ივანიშვილს შეუძვრა ფულის გამო. აი ესაა ნამდვილი სახე ჭოხონელიძეების და კიდევ ბევრი მისნაირის. და ამოვიდა ყელში ეს კომუნისტები, რამდენჯერ უნდა აიღოთ ინტერვიუ მისგან
00:12 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ღმერთმა ამრავლოს ასეთი კარგი ადამიანები!
19:12 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ძალიან კარგი ადამიანია,როგორც მომღერალი,როგორც დედა და ახლა თურმე კარგი კულინარიც ყოფილა.
19:10 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბიბი
თაზო! - "არც ეს მომწონს და არც თამარა გვერდწითელი, ხმას რომ აკანკალებს". აი ამას ყოლია, თუ ყოლია. მაგრად გამეცინა. რაც არ იცი და არ გესმის, კომენტარს რატომ აკეთებ დალოცვილო.
10:24 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
თამრიკო, მარხვის დაცვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ საცივი და მისთანები არ უნდა გინდებოდეს და არ უნდა ჭამო.
00:53 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოოო
ნანუკას მინდა ვუპასუხო..საცივებით იცავთო მარხვას და გაკვირვებული რომ ხართ,გეტყობათ რომ ვერ ერკვევით რა საკვების მიღება შეიძლება მარხვისას,ვინაიდან თამრიკოს არ შემოუთავაზებია ისეთი საცივი,რომლის მიღება მარხვაში არ შეიძლება...ჯერ დაფიქრდით და მერეც მოასწრებთ ადამიანის გალაძღვას
23:28 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
თქვენ მარხვას საცივებიტ იცავტ ქ-ნო ტამრიკო?ტავს იტყუებტ ტუ ღმერტს ატყუებტ,ისე იცოდეტ ტქვენი იავნანების დიდი ტაყვანისმცემელი ვარ უბრალოდ ტყუილს ვერ ვიტან.
09:14 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS