- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, უნივერსიტეტი

- რამდენად აქვს მნიშვნელობა გადასაღები სუბიექტის სქესს?
- არანაირი, მთავარია, პიროვნებამ დამაინტერესოს. ერთი პერიოდი თითქმის მთელი წელი შიშველ ნატურაზე ვიმუშავე. მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფიით დავინტერესდი, მალევე გადავიღე შიშველი ფოტო. ეს ადამიანი ჩემი სამეგობრო წრიდან იყო, მაგრამ მის ვინაობას არ დავასახელებ, ქართული სტერეოტიპების გამო. ჩემთვის უფრო ადვილია ნუდის გადაღება, მაგრამ გამოქვეყნება და სახის გამოჩენა მუდმივად პრობლემაა. სწორედ ამაზეა ჩემი შემდეგი პროექტი, რომელსაც ამერიკისთვის ვაკეთებ. სხვადასხვა ასაკისა და გარეგნობის ქალბატონები სამზარეულოში გადავიღე, მაგრამ ყველას ცენზურა ადევს სახეზე. ამით მინდა, აუდიტორიას დავანახვო, რომ თავად ადებენ ფოტოებს ცენზურას. არადა, ფოტოგრაფიაში დასრულებული პორტრეტი მოიცავს როგორც სხეულს, ასევე სახეს.

- რატომ იღებენ ეს ქალბატონები შიშველ ფოტოებს, თუ არავის აჩვენებენ?
- ალბათ, ყველა ქალს მოსწონს თა
ვისი თავი და უნდა, სხეული ამ გზით შემოინახოს. ზოგიერთისთვის ეს არის შინაგანი ტაბუს დანგრევის მცდელობა, ამით გარკვეულწილად ცენზორ საზოგადოებასაც უპირისპირდებიან.

- მამაკაცის ნუდი თუ გადაგიღიათ?
- დიახ, ერთი კადრი ჩემს ბოლო გამოფენაზეც მოხვდა. არსებობს სტერეოტიპი, რომ შიშველი ნატურა მხოლოდ ქალებს ეკუთვნით, მაგრამ ბევრი ფოტოგრაფი მუშაობს მამაკაცებთანაც. ჩვენთან ეს მაინც დასახვეწი თემაა. არ მიყვარს ეპატაჟის გამო გადადგმული არც ერთი ნაბიჯი. ჩემთვის სიშიშვლე ხელოვნებაში ამოწურულია, ახალს ვერაფერს გადაიღებ, ამიტომ სხეული უნდა გამოიყენო, როგორც მანიფესტი რაღაცის გამო.

- რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის გადაღებულ შიშველ ნატურას შორის?
- ქალი უფრო მთლიანად პორტრეტს იღებს. მამაკაცები კი ესთეტიკის ძიებაში არიან. იშვიათია მამაკაცის გადაღებული ნუდი, სადაც ქალს არ აქვს ლამაზი ფორმები.

- ბავშვების ფოტოებზე თუ მუშაობთ?
- იშვიათად, თუმცა სხვა კუთხით. ერთი ფოტო მაქვს გადაღებული, შიშველი ბავშვის, მაგრამ ეს სიშიშვლე სხვანაირად არის გადმოცემული. ბავშვების პორტრეტებს ვერიდები. ჩემი განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე დიდი სიამოვნება მივიღე ''არტისტერიუმზე'' მუშაობისას. ეს იყო მითოსზე გაკეთებული პროექტი. მიყვარს სიურრეალიზმი, მითოლოგია, სიზმრების თემატიკა. ასევე მიყვარს პროექტი CV. ამ შემთხვევაში უარი ვთქვი საკუთარ ხედვაზე და ადამიანებს ვთხოვე, თავად ჩამოეყალიბებინათ ფურცელზე, როგორები უნდა ყოფილიყვნენ, თავიანთი კონცეფციით, ვიზუალით.
- პოლიტიკოსები თუ გადაგიღიათ?
- არასოდეს... ვცდილობ, ამ სფეროს არ შევეხო, სანამ თავად არ შემეხება. გადასაღებად საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ალასანიაც საინტერესო ტიპაჟია.
- ალბათ, საოცნებო პროექტიც გექნება...
- წინასწარ გეგმების დაწყობა არ მიყვარს, რეალისტი ვარ. დღეს რა გამოვა, იმაზე ვფიქრობ. თუმცა ეს იდეა ისევ ნუდთან იქნება დაკავშირებული. მასშტაბურ პროექტს გავაკეთებდი, ის, რაც სტერეოტიპების ნგრევას დაუკავშირდება. იმ თემებზე, რომლებსაც საზოგადოება მძიმედ უყურებს და შეუძლებელია, რომ ჩვენთან გაკეთდეს.

- ქეთა, ოჯახის წევრებს თუ იღებ?
- ძალიან ხშირად ვიღებ ჩემს მეუღლეს. ლუკა ჩხაიძე პანტომიმის თეატრის მსახიობი და რეჟისორია. ყველაზე საინტერესო იმ ადამიანების გადაღებაა, ვისთანაც ახლოს ხარ. მე თავადაც მიყვარს პოზირება და ჩემი ფოტოები ძირითადად ლუკას გადაღებულია.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















