- როგორი გრძნობაა დედობა? უფრო მეტად რთულია თუ სახალისო?
- დედობა საოცარი რამეა. რთულია თუმცა ეს სირთულე ამად ღირს.
- ვინ გეხმარებათ ბავშვის მოვლაში?
- აღზრდაში ყველა მეხმარება, ჩემი ოჯახიც და ჩემი მეუღლის

- ისეთი დედა ხართ, როგორიც წარმოგედგინათ? ამართლებთ საკუთარ მოლოდინს?
- ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა. იდეალური არავინაა, თუმცა ვცდილობ ვიყო კარგი მშობელი, მაგრამ ჯერ სულ 2 თვისაა ლუკა და ახლა ვსწავლობ მეც ნელ ნელა როგორი უნდა ვიყო მისთვის. ასეთი სიყვარული თუ არსებობდა ვერ წარმომედგინა მისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
- როგორი გასაზრდელი ბავშვია ლუკა? ხშირად გიწევთ ღამის გათენება?
- ძალიან კარგი ბიჭია, უმიზეზოდ არ ჭირვეულობს. ხანდახან მუცელი აწუხებს მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი ბიჭია. დიდად არ მაწვალებს.
- ბუნებრივად კვებავთ თუ ხელოვნურ საკვებზეა?
- ხელოვნურ საკვებზეა.
- ბავშვის სახელი ვინ შეარჩია? თქვენი იდეა იყო თუ მეუღლის?
- მეუღლეს უნდოდა ლუკა, მე სხვა სახელები მქონდა უფრო მოფიქრებული, თუმცა ლუკაც ძალიან მომწონს. ერთად შევაჩერეთ ბოლოს არჩევანი ლუკაზე.
- ბავშვმა რა ცვლილებები შემოიტანა თქვენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში? ხშირად ისე ხდება, რომ წყვილს ერთმანეთისთვის ნაკლები დრო რჩება შვილის შეძენის შემდეგ...
- დრო ერთმანეთისთვისაც გვაქვს და ბავშვისთვისაც. შეიცვალა ის რომ, დილა იწყება ლუკაზე ფიქრით დაა ზრუნვით, გრძელდება მთელი დღე და ამით მთავრდება. თუმცა ერთმანეთისთვის დრო ყოველთვის გვაქვს.
- სამსახურზე რას იტყვით?
- ბავშვის გაჩენის შემდეგ მინდა რამოდენიმე თვე დავისვენო და მხოლოდ ჩემს ოჯახს და ჩემს თავს დავუთმო დრო. თუმცა ბევრი გეგმა მაქვს და შემოდგომიდან დავიწყებ ნელ ნელა ამ გეგმების რეალიზებას.
- როცა სამსახურებრივი გეგმების რეალიზებას შეუდგებით ბავშვს ვინ მოუვლის?
- ჩემი ოჯახი. თუმცა მეყოლება ძიძაც.
- რა გეგმები გაქვთ ხომ არ გაგვიმხელთ?
- ჯერ-ჯერობით დავტოვოთ საიდუმლოდ...
- შვილის გამო ამ ორი თვის განმავლობაში რაზე მოგიწიათ უარის თქმა?
- ძილზე (იღიმის).
- თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს კარგი დედა?
- ამის რეცეპტი ჩემი აზრით არ არსებობს... ვთვლი, რომ განათლება ერთ-ერთი მთავარია, რაც შვილს უნდა მისცე.
- არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვი მტრად უნდა აღზარდო თუ გინდა მოყვარედ გამოგადგესო, ეთანხმებით?
-მტრად? არა. მოაზროვნე ადამიანად და მეგობრად უნდა აღზარდო. რას ქვია მტრად..?! სიმკაცრე გამოსავალი არაა! ბევრი უნდა ვესაუბროთ შვილებს და ვიმეგობროთ მათთან, მე ასე მიმაჩნია სწორად.
- როგორ ფიქრობთ, რომელია იდეალური ასაკი დედობისთვის?
- ვფიქრობ 30 წლამდე ქალმა არ უნდა იჩქაროს, თუმცა იდეალური არაფერია...
მერიემ კაკაურიძე