მისი რჩეული პროფესიით იურისტია. წყვილს ქორწილი სექტემბერში აქვს დაგეგმილი. "ბედნიერი ვარ საკუთარი არჩევანით", - ამბობს 21 წლის ვიქტორია, რომელსაც არც მარცხი აშინებს და არც ბარიერებთან ჭიდილი.
- წარუმატებლობა ბევრჯერ გამოგიცდია?
- ჩემი აზრით, არასოდეს გამოცადო წარუმატებლობა, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში დაემართოს (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მცირე წარუმატებლობებს). მარცხის გარეშე ადამიანი ვერ გაიზრდება და ვერ ჩამოყალიბდება ზრდასრულ ინდივიდად... სწორედ წარუმატებლობების შედეგად ვსწავლობთ ბევრ რამეს,
- ოდესმე ისეთი რამ გაგიკეთებია, რაც არ მოგწონდა?
- ადამიანმა არ უნდა აკეთოს ისეთი რამ, რაც არ მოსწონს, მაგრამ ზოგჯერ ასე მოქცევაც გვიხდება. ყოველთვის დასახული მაქვს გარკვეული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, მეც მიწევს ისეთი რამის კეთება, რაც დიდად არ მომწონს.
- დასახული მიზნის მისაღწევად იოლი გზა არასდროს აგირჩევია?
- იოლად ცხოვრებაში არაფერი მოდის... ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, იმ საქმეს სრული სერიოზულობით ვეკიდები. არასდროს ვცდილობ ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე იოლად გამოვძვრე.
იხილეთ ვრცლად: