14 აგვისტო, 2017
ეკო ფანგანს შინაური ცხოველები არ უყვარს
ყველას, ვისაც უდარდელი ბავშვობა ჰქონია, ერთხელ მაინც უთვალთვალია შებინდებისას ფანჯრებში მოციმციმე შუქებით განათებული სილუეტებისთვის... შევიხედოთ ქართველი ვარსკვლავების ფანჯრებში და ერთად გავიხსენოთ ბავშვობა, გთავაზობთ ეკო ფანგანის ინტერვიუს, რომელშიც გვიამბობს თავის ავეჯზე, სახლის დეკორაციაზე, ოთახების განლაგებაზე და ა.შ.

- დღის განმავლობაში რა დროს ატარებთ სახლში?

-გააჩნია დღეს, როცა თავისუფალი ვარ, ხანდახან ისეც ხდება, რომ მთელ დღეს შინ ვატარებ, ხანდახან კი პირიქით - მთელი დღე გარეთ ვარ.

- რამდენი ხანია რაც თქვენს ახლანდელ საცხოვრებელში ცხოვრობთ?
-ორი სახლი მაქვს,
ერთში ბავშვობიდან ვცხოვრობ, ხოლო მეორე შედარებით ახალი შეძენილი მაქვს...

- კორპუსის ტიპის ბინაში ცხოვრობთ თუ კერძო სახლში?
- კორპუსში...

- რამდენ ოთახიანია თქვენი ახლანდელი საცხოვრებელი?
- ოთხ ოთახიანია.

- მინიმალისტური, სადა დეკორაცია უფრო მოგწონთ თუ სუვენირებითა და ლამაზი ნივთებით გადატვირთული სახლი?

- გააჩნია ოთახების წყობას, ავეჯს, ფერებს და რა ვიცი ყველაფერს აქვს მნიშვნელობა... თუმცა, ჩემ სახლზე ვერ ვიტყოდი რომ მინიმალისტურადაა მოწყობილი ან გადატვირთულია, საშუალოდ, ზომიერადაა ოთახები მოწყობილი...

- ყველაზე დიდ დროს რომელ ოთახში ატარებთ? რომელია თვენი საყვარელი ადგილ თქვენს სახლში?

- რავიცი, ალბათ სამზარეულოში ვატარებ ყველაზე დიდ დროს, ან ჩემს ოთახში... გააჩნია...

- არის რამე, რასაც შეცვლიდით თქვენს სახლში?

- არა, ყველაფერი ისე მომწონს, როგორც არის.

- როგორია თქვენი ოცნების სახლი?
- ოცნების სახლები არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით როგორიც მომწონს, ისეთ სახლში ვცხოვრობ... თუმცა, რომ არ მოგატყუოთ, "ოცნების სახლები", "ოცნების მანქანები" და ასეთი რაღაცეები არ მაქვს.

- დიასახლისის როლს ვინ ითავსებს თქვენს სახლში?

- იმ სახლში, სადაც დედ-მამასთან ერთად ვცხოვრობ - დედაჩემი.

- ხშირად გყავთ სტუმრები?

-კი სულ სტუმრები გვყავს...

-როგორც აღნიშნეთ, სამზარეულოში დიდ დროს ატარებთ, კერძების მომზადება გიყვართ თუ უბრალოდ სამზარეულოში ყოფნა მოგწონთ?

- მიყვარს სამზარეულოში ყოფნა, ჭამის დროს ტელევიზორს ვუყურებ და უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- რაიმე საფირმო კერძი ხომ არ გაქვთ? 

-არა, მე არ მაქვს ასეთი კერძი, დედაჩემია „შეფ-პოვარი“...

- გამორჩეულად საყვარელი სუვენირი თუ გაქვთ?

- კი მაქვს ბევრი, ჩამოთვლა არ შემიძლია, თუმცა ყველას თავისი პატარ-პატარა ისტორია აქვს... სუვენირები ხომ ძირითადად ვინმეს ნაჩუქარია და შესაბამისად, ყველა რაღაც მოგონებას უკავშირდება.

- ავეჯზე რას იტყვით? რომელიმე განსაკუთრებულად ხომ არ გიყვართ?

- სახლში რაც მაქვს ავეჯი, ყველაფერი მიყვარს, რომ არ მიყვარდეს არ მექნებოდა შინ...ჩემი საწოლი განსაკუთრებულად მიყვარს.

- გარდერობს რამდენად ხშირად აახლებთ?
- ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მჭირდება და ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ დრო დავუთმო გარდერობზე ზრუნვასაც.

- ყვავილები ან შინაური ცხოველი გყავთ?

- ყვავილებზე დედაჩემი ზრუნავს. მე არ მიყვარს სახლში ცხოველები, მაგრამ ჩემს ძმას ჰყავს ძაღლი, რომელიც ხშირად მოყავს აგარაკზე.

მარიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
!!!
ადამიანს როცა ცხოველები არ უყვარს, სიმპატიას არ იმსახურებს!
23:14 / 14-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS