08 აგვისტო, 2017
"როცა მზია სახლში იყო, კედლებიც კი იცინოდა"..." - "სიცილის დედოფლის" ღიმილიანი და ტრაგიკული ცხოვრება
28 ივლისს 7 წელი გავიდა, რაც იუმორისტი მზია კვირიკაშვილი აღარ არის... ის საქართველოში ერთადერთია, ვისაც ქართველებმა "სიცილის დედოფლის" წოდება მიანიჭეს...

სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი, მხიარული და ენაკვიმატი ქალბატონი, მართალია ქართველი იუმორისტების რიგს უდროოდ გამოაკლდა, თუმცა მისი დავიწყება შეუძლებელია...

AMBEBI.GE-სთან ქალბატონ მზიას მისი და, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვიოლა კვირიკაშვილი იხსენებს:

- ბავშვობიდან ძალიან განსხვავებულები ვიყავით. მზია თავიდანვე სცენისკენ იყო მიდრეკილი, სცენური გახლდათ. მე სცენისკენ არანაირი ლტოლვა არ მქონდა, ვიჯექი და ვხატავდი. მგონი, ჩვენზეა ნათქვამი - "ერთი ხიდან
ბარიც გამოვა და ნიჩაბიცო". დედა ამბობდა: თქვენი შერწყმა და მერე გაყოფა რომ შეიძლებოდეს, ორი ნორმალური შვილის დედა ვიქნებოდიო... მზია თავიდანვე ძალიან მხიარული იყო, სულ მღეროდა, იცინოდა, ანცობდა და ჩვენგანაც იმავეს მითხოვდა... რადგანაც მამა საოცრად ნიჭიერი იყო, მშვენიერი პლასტიკა და იმიტაციის უნარი ჰქონდა, ეს უნარები მზიას მამისგან გადმოეცა, თუმცა იუმორის გრძნობით და მუსიკალურობით დედის მხარეც გამოირჩეოდა...

ცელქი და ცოცხალი მზია როდესაც სახლში იყო (როგორც პატარაობაში, ისე დიდობისას) კედლებიც კი "იცინოდა"... ტაბურეტის გადმობრუნება უყვარდა, დედის ტანსაცმელს ჩაიცვამდა, მძივების აისხამდა, გამოიპრანჭებოდა და თითქოს სცენაზე იყო... ხანდახან პირდაპირ ტაბურეტზე შეხტებოდა, ან თოკს გააბამდა, მასზე რაღაცას ჩამოაფარებდა და ვიღაცას აცხადებინებდა, - თქვენ წინაშე გამოვა მზია კვირიკაშვილი, მოკლედ, გააჩნია, რას წარმოადგენდა. მღეროდა, საბავშვო ბაღში ნასწავლ ლექსებს ამბობდა... მისი ბავშვობის ოცნება იყო, "მანიკურის დეიდა" გამოსულიყო, მოგვიანებით შეცვალა ოცნება და "ლიფტის დეიდობა" უნდოდა... 

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS