"მინდოდა სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა, მაგრამ ვიზა არ მომცეს. ამიტომ წავედი თბილისში და თსუ-ში ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
თბილისში გატარებული სწავლის წლებიც საინტერესო იყო, ამას დაემთხვა „მის საქართველოს“ კონკურსიც. ალბათ ასეთი ბედი მქონდა, ვიზას თუ მომცემდნენ და იტალიაში წავიდოდი, ქართველი ხალხის სიყვარულს ვერ დავიმსახურებდი.
სასწავლო პროცესშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. მეორე კურსზე სწავლის
როდესაც მის სამდივნოში დავრეკე, გამიმართლა და მოდულის შენობაში, ინტერვიუზე დამიბარა ვანო მერაბიშვილმა.
ჩემს მეგობართან ერთად მივედი, რომელიც რუსული „ფორბსის“ ჟურნალისტია, ძალიან კარგად შეგვხვდა მინისტრი, მოდულის შენობაში, მეორე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, ინტერვიუს დასრულების შემდეგ, აიპადები გვაჩუქა. თურმე ასეთი წესი ჰქონიათ, სტუმრებს აიპადებს ჩუქნიდნენ. ჩემს მიერ ჩაწერილი ინტერვიუ რუსულ „ფორბსშიც“ დაიბეჭდა.